ლიპოვენოსი – LIPOVENOS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პრეპარატი პარენტერული კვებისათვის – ცხიმოვანი ემელსია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ, 250 მლ და 500 მლ
1 ლ
სოიოს ზეთი……………………………………………….        200 გ
ლეციტინი (3-SN ფოსფატური ქოლინი)           …………….12 გ
გლიცეროლი…………………………………………………………25 გ
სხვა კომპონენტები:
ნატრიუმის ოლეატი 0.30 გ; 1 H NaOH-ის ხსნარი 0-1 მლ; საინექციო წყალი 752 მგ; კალორიულობა – 8400 კდჯ/ლ ან 2000 კკალ/ლ; pH 6.5-8.7; მჟავიანობის ტიტრი <1 მმოლHCL/ლ <1მმოლ??/ლ; თეორიული ოსმოლარობა 273 მოსმ/ლ.

ჩვენებები:
გამოიყენება როგორც კალორიების და ცხიმოვანი მჟავეების წყარო პარენტერული კვებისას.

მიღების წესი და დოზირება:
ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში რეკომენდებულია შემდეგი სქემის გამოყენება:
1-2 გ ცხიმი 1 კგ წონაზე დღეში, რაც შეესაბამება 5-10 მლ 10% ლიპოვენოსს 1 კგ წონაზე დღეში. საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალური დოზა შეადგენს 3გ ცხიმს 1 კგ წონაზე დღეში, რაც შეესაბამება 15 მლ 10% ლიპოვენოსს 1 კგ წონაზე დღეში.
მოზრდილებში 1-2 გ ცხიმი 1 კგ წონაზე დღეში, რაც შეესაბამება 5-10 მლ 20% ლიპოვენოსს 1 კგ წონაზე დღეში.
ინფუზიის სიჩქარე:
მაქსიმალურად შეჰყავთ 0.125 გ ცხიმი 1 კგ წონაზე საათში, რაც შეესაბამება 0.625 მლ 20% ლიპოვენოსს ერთ კგ წონაზე საათში. ცხიმოვანი ემულსიით პარენტერული კვების დაწყებისას რეკომენდებულია დაბალი დოზების გამოყენება, მაქსიმალურად 0.05 გ ცხიმი ერთ კგ წონაზე საათში. 70 კგ წონაზე ემულსიის გადასხმა იწყება 5 წვეთიდან/წუთში და თანდათან იზრდება 30 წუთის შემდეგ მაქსიმალურად 13 წვეთი/წუთში.
შენიშვნები: რეკომენდებულია შრატის ტრიგლიცერიდების ყოველდღიური კონტროლი და ასევე კონტროლი რეგულარული ინტერვალებით – შაქრის შემცველობაზე სისხლში, მჟავა-ტუტოვან წონასწორობაზე, ელექტროლიტების რაოდენობაზე და წყლის ბალანსზე. ცხიმოვანი ემულსიის გამოყენებისას ტრიგლიცერიდების რაოდენობა სისხლის შრატში არ უნდა აღემატებოდეს 3 მმოლ/ლ მოზარდებში და 1.7 მმოლ/ლ ბავშვებში.
გამოყენება: 20% ლიპოვენოსი შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ამინომჟავის ხსნარებთან და/ან ნახშირწყლების ხსნარებთან ერთად, მაგრამ ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გამოყენებული იყოს სხვადასხვა ინფუზიური სისტემები და ვენები.
იმ შემთხვევაში, როდესაც კლინიკური და სამედიცინო ჩვენებებით აუცილებელია ორი ხსნარის გამოყენება ერთდროულად ერთ შპრიცში, აუცილებელია წინასწარ დარწმუნებული ვიყოთ ხსნარების შეთავსებადობაზე.
ლიპოვენოსი 10% გამოიყენება მანამდე, სანამ საჭიროა პარენტერალური მკურნალობა.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია აღინიშნებოდეს ადრეული რეაქციები ცხიმოვანი ემულსიის გამოყენებისას:
– ტემპერატურის მომატება;
– სიცხის ან სიცივის შეგრძნება;
– ციებ-ცხელება;
– კანის ჰიპერემია ან ციანზი;
– უმადობა, გულისრევა, პირღებინება;
– თავის ტკივილი, ზურგის, ძვლების, მკერდის, წელის ტკივილი;
– პრიაპიზმი (ძალიან იშვიათად).
* იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ზემოთ აღნიშნულ გვერდით მოვლენებს, პრეპარატის შეყვანის შემდეგ, რეკომენდებულია მისი მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება, როდესაც ტრიგლიცერიდების რაოდენობა სისხლში აღემატება 3 მმოლ/ლ მოზარდებში და 1.7 მმოლ/ლ ბავშვებში.
* ცხიმოვანი ემულსიის გამოყენება შეწყვეტილი უნდა იქნას აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება შაქრის გამოხატული მომატება სისხლში. მასიური ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ნახშირწყლების უტილიზაციის დარღვევისას, შეიძლება აღინიშნოს მეტაბოლური აციდოზი.
* გათვალისწინებული უნდა იქნას გადატვირთვის სინდრომის განვითარების შესაძლებლობა. ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს სწრაფად სხვადასხვა დოზების მიღების შემთხვევაში, როგორც ნივთიერებათა ცვლის გენეტიკური ინდივიდუალური სხვაობის დროს, ასევე სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში.
გადატვირთვის სინდრომი გამოხატულია შემდეგი სიმპტომებით:
– ღვიძლის გადიდება თანდართული სიყვითლით ან მის გარეშე;
– სისხლის კოაგულაციის ფაქტორების შემცირება ან შეცვლა, რომლებიც განისაზღვრება  სისხლდენის ხანგრძლივობით, კოაგულაციის დროით, პროთრომბინის დროით, თრომბოციტების რაოდენობით და ა.შ.;
– სპლენომეგალია, ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;
– სისხლდენისადმი მიდრეკილება;
– ღვიძლის ფუნქციური ტესტების პათოლოგიური ცვლილებები.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევაში: ცხიმოვანი ცვლის მოშლა, მძიმე ჰემორაგიული დიათეზი, ნივთიერებების ცვლის მოშლა დიაბეტის დროს, ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
*  მწვავე და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების დროს, როგორიცაა: კოლაფსი, შოკი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ემბოლია და უცნობი წარმოშობის კომა.
* საერთო უკუჩვენებები პარენტერული კვებისათვის: ჰიპოკალიემია, ჰიპერჰიდრატაცია, მარილების დაკარგვა დეჰიდრატაცია.
შენიშვნები: 20% ლიპოვენოსის გამოყენებისას პედიატრიულ ავადმყოფებში ჰიპერბილირუბინემიით შეფასებული უნდა იყოს თანაფარდობა მკურნალობის დადებით ეფექტსა და მოსალოდნელ გართულებებს შორის. საჭიროა ბილირუბინის ხშირი კონტროლი, ვინაიდან შესაძლებელია სიყვითლის განვითარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღნიშნული.

შენიშვნები: შეუთავსებლობა შეიძლება განვითარდეს 20%  ლიპოვენოსსა და პოლივალენტური კათიონების (მაგალითად კალციუმის) განსაკუთრებით ჰეპარინთან ერთად კომბინირებისას. 20% ლიპოვენოსი-ის, სხვა ინფუზიურ ხსნარებთან, ელექტროლიტების კონცენტრატებთან ან ფარმაკოლოგიურ პრეპარატებთან კომბინირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი შეთავსებადობა ცნობილია.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა  უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: FRESENIUS KABI, გერმანია

გაფრთხილება