პეპტოსტრეპტოკოკი

პეპტოსტრეპტოკოკი (ლათ. Peptostreptococcus) – ანაერობული გრამდადებითი, არა სპორა წარმომქმნელი ბაქტერიების გვარი. ოჯახი Peptostreptococcaceae. სფერული, მცირე უჯრედები, განლაგდებიან მოკლე ჯაჭვების სახით. გადაადგილებისას იყენებენ წამწამებს. პეპტოსტრეპტოკოკები ნელა მზარდი ბაქტერიებია, ანტიბიოტიკებისადმი მაღალი მგრძნობელობით. პეპტოსტრეპტოკოკები მგრძნობიარენი არიან ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.  მიეკუთვნება ადამიანის ნორმალური მიკროფლორის ბაქტერიებს. ბინადრობენ პირის ღრუში, კანზე, ნაწლავებში (ძირითადად, მსხვილ ნაწლავში) და საშოში. ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქ გზებში არსებული გრამდადებითი, ანაერობული კოკების მიხედვით, მისი რაოდენობა შეადგენს 13-დან 18%-მდე. პეპტოსტრეპტოკოკები მიეკუთვნება პირობით-პათოგენურ მიკროფლორას და ვლინდება იმუნოდეპრესიისას ან ქსოვილების ტრამვატიზაციის, სეპტიცემიით გართულების შემთხვევაში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.