მალუდროქსი ტაბლეტები MALUDROX TABLET

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ორმაგი მიდგომა წყლულის მკურნალობისას

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

შემადგენლობა
1 გარსის გარეშე ტაბლეტი   შეიცავს:
ალგელდრატი (ალუმინის ჰიდროქსიდი)   250მგ
მაგნიუმის ტრისილიკატი     250მგ
დიმეთიკონი                   50მგ
შემავსებლები: საღებავი: მწვანე-S

ჩვენებები:
გულძმარვა და კუჭის ტკივილი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ან მედიკამენტების მიღების შედეგად   კუჭის არეში განვითარებული  დისკომფორტი,  გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, მალუდროქსის  ტაბლეტები  მიიღება  მაღალი მჟავიანობის  სიმპტომების მოსახსნელად, რომლებიც ხშირად აღინიშნება პეპტიკური წყლულის, გასტრიტის, პეპტიკური ეზოფაგიტების  და ეზოფაგური თიაქრის დროს. იგი ასევე ნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების მომატებული  წარმოქმნის სიმპტომების შესამსუბუქებლად.

მოქმედების მექანიზმი:
მალუდროქსი წარმოადგენს ანტაციდის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების წარმოქმნის  დამთრგუნველი საშუალების კარგად ბალანსირებულ კომბინაციას.

მალუდროქსი შეიცავს ალჰელდრატის მაღალ კონცენტრაციას, რომელიც წარმოადგენს  ციტოპროტექტორს (იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან) და დიმეტოქსინის მაღალ დოზას, რომელიც ამცირებს  გაზების წარმოქმნას. ეს იძლევა  მომატებული მჟავიანობის და მუცლის შებერვის  სიმპტომების მოხსნის  სწრაფ და გახანგრძლივებულ ეფექტს. პრეპარატი არ იწვევს მჟავას დაგროვებას, ყაბზობას და დიარეას.

დოზირება და მიღების წესი:
ინიშნება 1-2 ტაბლეტი ჭამიდან 0,5-1 საათის შემდეგ, ან დაავადების გამწვავებისას.  ტაბლეტები უნდა დაიღეჭოს სრულ გახსნამდე.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი შეინახეთ მშრალ,სინათლისაგან დაცულ ადგილას 0-25 გრადუს ტემპერატურის პირობებში.

გაფრთხილება