მანტი – MANTI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტაციდური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საღეჭი ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ც., ბოთლში 50 ც.
1 ტაბ.
ალუმინის ჰიდროქსიდი…………  200 მგ
მაგნიუმის ჰიდროქსიდი……….    200 მგ
სიმეთიკონი………………………..    25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ანეიტრალებს კუჭის წვენის მჟავიანობას, იცავს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს, მისი დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, ამცირებს აბდომინალურ დისკომფორტს მეტეორიზმის დროს.

ჩვენებები:
პრეპარატი ამცირებს კუჭის წვენის ჭარბი მჟავიანობის სიმპტომებს, როგორიცაა: დისპეფსია და გულძმარვა;
მას იყენებენ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების;
გასტროეზოფაგული ან დუოდენოგასტრალური რეფლუქსის;
გასტროენტერიტის;
საყლაპავის თიაქარის დროს;
პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატი გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, აგრეთვე სტრესული წყლულის პროფილაქტიკის მიზნით;
შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება მეტეორიზმის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 1-3 ტაბ. საკვების მიღებებს შორის შუალედებში. ძილის წინ და სიმპტომების გამწვავებისას (მაქსიმალურად 8 ტაბ. დღეში).
ტაბლეტის დაღეჭა შესაძლებელია.

გვერდითი მოვლენები;
– გვერდითი მოვლენები იშვიათია ფაღარათის ან ყაბზობის სახით.
– თირკმელების ფუნქციის დარღვევისას შესაძლებელია ჰიპერმაგნიემიის განვითარება ან ალუმინის აბსორბციის გაზრდა.
– არ არის სასურველი მისი შემდეგ პრეპარატებთან კომბინაცია: ანტიობიოტიკები, იზონიაზიდი, კეტოკონაზოლი, ნიტროფურანტოინი, პროპრანოლოლი, ატენოლოლოლი, კაპტოპრილი. ან სხვა კარდიოვასკულური პრეპარატები, სალიცილატები, რანიტიდინი, რკინის ან ფოსფორის შემცველი საშუალებები, ნატრიუმის პოლისტირენ  სულფონატი.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
* თირკმელების მძიმე ხასიათის უკმარისობა, დიალიზი;
* ალცჰაიმერის დაავადება;
*, ფენილკეტონურია;
* სკელეტური სისტემის დაავადება;
* ბავშვებში 6 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:
უსაფრთხოა თერაპიული დოზის ფარგლებში.
განსაკუთრებული მითითებები:
* თირკმელების დაავადების დროს საჭიროა ექიმის მხრივ მონიტორინგი. მისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია პრეპარატის მიღება 2 კვირაზე მეტი ხნით.
* ციტრუსების და მათი წვენის მიღება ხელს უწყობს ალუმინის შეწოვას.

ჭარბი დოზირება:
იშვიათად შესაძლებელია ღებინება და გულისრევა.
პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას თირკმელების უკმარისობის დროს შესაძლებელია ალუმინის კუმულაციის რისკის გაზრდა (განსაკუთრებით ძვლებში და ცნს-ში).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– დაუშვებელია ტეტრაციკლინის და ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან მისი კომბინირება.
– პრეპარატის მიღებამდე, ან მის შემდეგ 1-2 საათის განმავლობაში სხვა პერორალური პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლის, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: US PHARMACIA, აშშ

გაფრთხილება