მაპურიტი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 200 მგ DL-α-Tocopherolacetat (Vitamin-E-acetat), 250 მგ Magnesium oxide დამხმარე ნივთიერებები: სოიოს მარცვლების ზეთი, სოიოს ლეციტინი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, ცვილი, ჟელატინი, გლიცეროლი, სორბიტოლი, გამოხდილი წყალი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ქლოროფილინ-ნატრიუმი, სპილენძი

ჩვენება
– მაგნიუმის და E ვიტამინის კომბინირებული ნაკლებობა (მაგალითად, სპორტული დატვირთვების, რეზორბციის დარღვევების დროს)
– E ვიტამინის ნაკლებობა რეზორბციის დარღვევის დროს, როდესაც E ვიტამინის პარენტერული მიცემა ჯერ აუცილებელი არ არის
– მაგნიუმის ნაკლებობა, თუ იგი ხდება კუნთების პათოლოგიის მიზეზი (ნერვ-კუნთოვანი დარღვევები, წვივის კუნთების კრუნჩხვები)

თვისებები
მაგნიუმი დადებით ზემოქმედებას ახდენს – ნერვული სისტემის ყველა ფუნქციურ დარღვევაზე, რომელიც გამოწვეულია მაგნიუმის დეფიციტით (კუნთების კრუნჩხვები, პარესთეზიები, კონცენტრაციის დარღვევები, სწრაფი ფსიქიკური და ფიზიკური დაღლილობა, ქოშინი); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებზე (ყაბზობისა და დიარეების მონაცვლეობა, კოლიკის მსგავსი სპაზმები); გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ (გულის ფრიალი, რიტმის დარღვევა; ტკივილი გულის არეში; სისხლძარღვოვანი სპაზმები (მომატებული მგრძნობელობა სათითურას მიმართ); ქალის სასქესო სისტემის მხრივ (გვიანი მენარხე, ციკლის დარღვევა, დისმენორეა, ჰიპერმენორეა); ასევე იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც კვებასთანაა დაკავშირებული (ფრჩხილების მტვრევა, კარიესისადმი მომატებული მიდრეკილება). E-ვიტამინი α-Tokopherol-ის სახით ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომლის ძირითადი ფუნქციაა ნივთიერებათა ცვლაში ანტიოქსიდანტური მოქმედება. უფრო მაღალ დოზებში მიღებული E-ვიტამინი უჯრედული მემბრანის ლიპიდურ შრე-ში გროვდება და უჯრედს ოქსიდაციური დაზიანებებისაგან იცავს. მიტოქონდრიებზე ასეთი მასტაბილიზებელი მოქმედება განაპირობებს E-ვიტამინის გამოყენებას: ჟანგბადის უკმარისობის (ჰიპოქსიის);
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების; დაბერების ნიშნების მკურნალობის; დიდ სპორტში, ფიზიკური და გონებრივი სტრესული სიტუაციების დროს.

მიღების წესი და დოზირება
მოზარდები და მოზრდილები იღებენ თითო კაფსულას დილით და საღამოს, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად

გვერდითი მოქმედებები
მაღალმა დოზებმა შესაძლოა ფეკალური მასების გათხელება გამოიწვიოს, რაც შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღების დროს შეიძლება დაღლილობის ნიშნები გამოვლინდეს. რაც სისხლში შეიძლება, მაგნიუმის უკვე მიღწეული მაღალი კონცენტრაციაზე მიუთითებდეს. ასეთ შემთხვევაში, სიფრთხილის ზომების დაცვით, საჭიროა პრეპარატის მოხსნა. გლიცეროლის მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება თავის ტკივილი, კუჭის არეში ჩივილები (დისკომფორტი) და დიარეა გამოიწვიოს.

უკუჩვენებები
თირკმლის ფუნქციური დარღვევის და გულის არიტმიების დროს პრეპარატი მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ შემთხვევებში უნდა შევამოწმოთ, ხომ არ არის ელექტროლიტების რაოდენობით გამოწვეული უკუჩვენებები.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
მაგნიუმის პრეპარატების მიღება ტეტრაციკლინებთან ერთად არ შეიძლება, რადგან ორივე პრეპარატი ერთმანეთის შეწოვას უშლის ხელს. რკინის შეწოვა შესაძლოა მაგნიუმის მიღებით დაირღვეს.

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია
გამოშვების ფორმა: 50 კაფსულა
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება