მასიჟენი პაპა რეალე / Massigen Papa Reale

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ვიტამინური კომპლექსები

შემადგენლობა

სადღეღამისო დოზა

(რაოდენობა 1 ფლაკონში)

მოქმედება

ლიოფილიზებული ფუტკრის რძე

100,0 მგ

აწესრიგებს  ნივთიერებათა ცვლას, ნორმაში მოყავს სისხლის ფორმულა, ამაღლებს შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას. ბავშვებში აჩქარებს ზრდის პროცესს, არეგულირებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების ფუნქციონირებას

ყვავილის მტვერი

100 მგ

არეგულირებს ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციონირებას, აძლიერებს ბავშვის იმუნურ სისტემას, ორგნიზმის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას

თაფლი

100,0 მგ

თაფლში შემავალი ბიოგენური სტიმულატორები ამაღლებენ ორგანიზმის სიცოცხლის უნარიანობას. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ჰემოგლობინის მომატებას, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება

შტოშის წვენი

1,0 გ

ძლიერი ანტიოქსიდანტი. ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. განაპირობებს ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას

ვიტამინი C

80,0 მგ

ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. წარმოადგენს ძლიერ დეზინტოქსიკატორს. აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა დაავადებების მიმართ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფუტკრის ლიოფილიზებული რძისა (სამეფო ჟელე) და ყვავილის მტვრისაგან (ფეხგუნდა) მიღებული უნიკალური შემადგენლობა განაპირობებს გამაჯანსაღებელ მოქმედებას. ანთოციანებით და C ვიტამინით მდიდარი შტოშის წვენი ხელს აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლასა და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ჩვენება:
• ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში 3-დან 12 წლამდე, მოზარდებში, მოზრდილებსა და ხანდაზმულებში;
• აქტიური ზრდის პერიოდი; გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
• სხვადასხვა წარმოშობის ანემიები;
• მკაცრი დიეტის პერიოდი, დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვება;
• გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
• ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში;
• სტრესის შედეგების პროფილაქტიკისთვის;
• ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი პათოლოგიების, თვალის, კანის და სხვა ქრონიკული დაავადებებისას;
•ეპიდემიებისა და პანდემიების პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:
3 წლის ასაკიდან:
1 ფლაკონი დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში.
სასურველია პრეპარატი მიღებული იქნას დილით.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება.
–   დაატრიალეთ ხრახნიანი თავსახური საათის ისრის მიმართულებით სანამ თავსახურში მოთავსებული ფხვნილი არ გადმოიყრება ფლაკონში:
– შეანჯღრიეთ ფლაკონი შიგთავსის სრულ გახსნამდე (≈ 15 წამის განმავლობაში)
– მოხსენით თავსახური და მიიღეთ ფლაკონის შემცველობა პერორალურად

გვერდითი მოვლენები
გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვს გარდამავალი ხასიათი. ძალიან იშვიათად ალერგიული რექციები: კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი.
გვერდითი მოვლენების გამოვლინებისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის დროს მასიჟენი პაპა რეალე მიიღება ექიმის დანიშნულებით.

არ მიიღება ლაქტაციის პერიოდში.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება!

შენახვის პირობები
მშრალ, სინათლისგან დაცულ, გრილ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მოშორებით.

მწარმოებელი:
Marco Viti, იტალია

გამოშვების ფორმა:
10 მლ ფლაკონი ლიოფილური ფხვნილით №14

გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება