მატარენ პლუსი / Mataren Plus

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა:  აქტიური ნივთიერებები- მელოქსიკამი 30 მგ, წიწაკის ექსტრაქტი 100მგ.

დამხმარე ნივთიერებები – დიმეთილ სულფოქსიდი, კორიანდერი, ლავანდის ზეთი, პროპილენგლიკოლი, სტეარინის მჟავა, თხევადი პარაფინი, გლიცეროლი, კარბომერი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, იმიდო შარდმჟავა, წყალი.

აღწერილობა: კრემი მოყვითალო მოყავისფრო შეფერილობით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  მატარენ პლუსი ახდენს ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას. შესაძლოა გამოიწვიოს კანის  მსუბუქი ჰიპერემია, ზედაპირის მნიშვნელოვანი გაღიზიანების გარეშე.
მატარენ პლუსი ამცირებს ტკივილს სახსრებში (მათ შორის ხერხემლის ტკივილს), კუნთების ტკივილს მოძრაობისა და მოსვენების მდგომარეობაში. აუმჯობესებს  სახსრის მოძრაობას. ხსნის სახსრების დილის შებოჭილობასა და შეშუპებას.
მელოქსიკამი არჩევითად ახდენს ციკლოოქსიგენაზა 2 ის ინჰიბირებას, აფერხებს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმს, ამცირებს ანთებით კერაში პროსტოგლანდინების (ტკივილისა და ანთების მედიატორების)  გამომუშავებას.
წიწაკის ნაყენი შეიცავს კაპსაიცინს, რომელსაც აქვს კანის ზედაპირის გამაღიზიანებელი ეფექტი, რაც გვაძლევს დამატებით ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, უმჯობესდება ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა კანსა და კანქვესა ქსოვილებში, რაც განაპირობებს შეშუპების შემცირებას პათოლოგიურ კერაში.
მელოქსიკამის და კაპსაიცინს ახასიათებს  სინერგიული (ერთმანეთის მოქმედების გამაძლიერებელი) მოქმედება.
შედეგად მატარენ პლუსი ხასიათდება გაძლიერებული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

გამოყენების ჩვენება: საყრდენ მამოძრავებელი აპარატის ანთებით დეგენერაციული დაავადებები    ტკივილის სინდრომი: ბურსიტი, ტენდინიტი, ლუმბაგო, იშიაზი, ნევრალგია, მიალგია, ართრალგია, რადიკულიტი, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი (ტრავმული დაზიანებები, ამოვარდნილობა, ნაღრძობი, მყესის და კუნთის დაჭიმვა,კუნთის გაგლეჯვა კანის მთლიანობის დარღვევის გარეშე), კუნთებისა და სახსრების ტკივილი დაკავშირებული გაძლიერებულ ფიზიკურ დატვირთვასთან.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარტის კომპონენტების მიმართ, ასაკი 12 წლამდე, კანის ზედაპირის მთლიანობის დარღვევა, კანის ანთებითი დავაადებები კრემის სავარაუდო დატანის ადგილზე.

სიფრთხილე:  ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, კუჭისა და 12გოჯა ნაწლავის წყლულოვანი  დაავადება გამწვავების ფაზაში, სისხლის პათოლოგიები, ბავშვთა ასაკი 12  –  18 წელი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:  პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება: დაიტანება გარეგანად. დაზიანებული მტკივნეული უბნის პროექციაზე თხელი ფენის სახით   2- 3 ჯერ დღეში. ეფექტის გაძლიერების მიზნით რეკომენდებულია თბილი საფენის დადება.

გვერდითი მოვლენები: დამოკიდებულია ინდივიდუალურ რეაქციაზე კრემზე. შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი), კანის აქერცვლა, ჰიპერემია. ძლიერი და შემაწუხებელი რეაქციის განვითარების შემტხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და უნდა მიმართოთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები რეგისტრირებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: დრესდღეობით მსგავსი ინფორმაცია, მატარენ პლუსის შეუთავსებლობასთან დაკავშირებით, სხვა სამკურნალო საშუალებებთან – არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები:  კრემი არ უნდა იქნეს დატანილი უბანზე სადაც დარღვეულია კანის მთლიანობა. არ უნდა მოხვდეს თვალში და  ლორწოვანზე. აღნიშნულ უბნებზე პრეპარატის მოხვედრის შემთხვევაში. აუცილებელია მისი მოცილება ვაზელინით ან მცენარეული ზეთით გაჟღენთილი ტამპონით. პრეპარტის გამოყენების შემდგომ, აუცილებელია ხელების დაბანა.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი: NIJPHARM OJSC, რუსეთი
გამოშვების ფორმა: (30მგ + 100მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება