ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მულტივიტამინები.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.
1 ტაბ.
რეტინოლი………………… 1500 სე
ტოკოფეროლი…………… 30 სე
ქოლეკალციფეროლი…….. 400 სე
ასკორბინის მჟავა…………. 100 მგ
თიამინი…………………… 3 მგ
რიბოფლავინი…………….. 3.4 მგ
პანთოტენის მჟავა…………. 10 მგ
პირიდოქსინი……………. 10 მგ
ციანოკობალამინი…………. 12 მკგ
ფოლის მჟავა………………. 1 მგ
ნიკოტინამიდი……………. 20 მგ
ბიოტინი…………………… 30 მკგ
იოდი……………………… 150 მკგ
რკინა……………………… 60 მგ
კალციუმი…………………. 250 მგ
მაგნიუმი………………….. 25 მგ
თუთია…………………….. 25 მგ
ქრომი…………………….. 25 მკგ
მოლიბდენი……………….. 25 მკგ
სპილენძი…………………. 2 მგ
მანგანუმი…………………. 5 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების კომლექსის არსებობით. ვიტამინი ორსულებში ტოქსიკოზის დროს ამცირებს გულისრევისა და ღებინების სინდრომს.
ფოლის მჟავა ამცირებს ბავშვებში თანდაყოლილ სიმახინჯეებს;
თუთია და სპილენძი აუცილებელია ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისა და ქსოვილების რეგენერაციისათვის. ისინი შედიან აგრეთვე ზოგიერთი ჰორმონული პრეპარატის შემადგენლობაში ინსულინის ჩათვლით;
კალციუმისა და მაგნიუმის შემცველობა აუმჯობესებს რკინის აბსორბციას. ლაქტაციის პერიოდში;
პრეპარატი აკმაყოფილებს დედისა და ბავშვის მომატებულ მოთხოვნილებებს ვიტამინებისა და მინერალებისადმი.
ფარმაკოკინეტიკა:
ფარმაკოკინეტიკური კვლევები პრეპარატ მატერნაზე არ არის ჩატარებული.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება:
ორსულებში რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიების პროფილაქტიკისათვის;
ორსულებში (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში) ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობისას;
ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკისათვის;
პრეპარატი ინიშნება აგრეთვე დაგეგმილი ორსულობის წინა პერიოდში, რათა ორგანიზმი უზრუნველყოფილი იქნას ვიტამინებითა და მინერალებით.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად დღეში 1 ტაბლეტის ოდენობით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დოზის შეცვლა ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარება.
უკუჩვენებები
* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
ძირითადი მითითებანი: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პერნიციოზული ანემიით შეპყრობილ პაციენტებში.
ჭარბი დოზირება: არ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: WYETH-LEDERLE, აშშ