მატრიკა / Matrica

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
სააფთიაქო გვირილის ექსტრაქტი(Matricaria chamomilla)
მოქმედი ნივთიერებები:
ხამაზულენი, α-ბისაბოლოლი

ფარმაკოლოგიური ეფექტი
მატრიკაში შემავალ  გვირილას აქვს ანტიალერგიული და  ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომელიც განპირობებულია აზულინის არსებობით და ჰისტამინის გამოთავისუფლების ინჰიბირებით. მასში შემავალ ხამაზულინს და ალფა-ბისაბოლოლს ახასიათებთ: ძლიერი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული მოქმედება.გვირილის სპირტიანი ექსტრაქტი თრგუნავს პოლიო ვირუსის და ჰერპეს ვირუსის ზრდას.
მატრიკა აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში, აფერხებს ნადებისა და ქვების წარმოქმნას, ამაგრებს ღრძილებს და იცავს კბილებს კარიესისაგან. ამავდროულად  არ იწვევს გემოს შეცვლას, არ უცვლის ფერს კბილების მინანქარს, კერამიკასა და ბჟენს.

ჩვენებები
– ნებისმიერი თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიური მანიპულაციის შემდგომ პერიოდში, სწრაფი რეაბილიტაციისა და გართულებების თავიდან აცილებისათვის;
– დენტალური ნადების პროფილაქტიკა;
– ღრძილებისა და პირის ღრუს ანთებითი პროცესები: პაროდონტიტი, გინგივიტი, სტომატიტი;
– ღრძილებიდან სისხლდენა.

დოზირება და მიღების წესი:
სამკურნალოდ 50 წვეთი, საპროფილაქტიკოდ 20 წვეთი, გახსნილი ½ ჭიქა წყალში, გამოივლეთ დილა-საღამოს კბილების გამოხეხვის შემდგომ, 30 წამის განმავლობაში.

უკუჩვენებები და გაფრთხილებები:
• ორსულობა და ლაქტაცია
• 6 წლამდე ბავშვები
• სიფრთხილით გამოიყენეთ მწვავე ციებ-ცხელების მდგომარეობაში, გულის უკმარისობის და ჰიპერტენზიის დროს
• მომატებული მგრძნობელობა შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გვერდითი მოვლენები
რეკომენდირებული რაოდენობით და სწორად გამოყენების შემთხვევაში არანაირი უარყოფითი ეფექტი არ გამოვლენილა

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
იმის გამო, რომ გვირილაში არის კუმარინის მსგავსი ნივთიერებები, მოერიდეთ ანტიკოაგულანტებთან ერთად მის გამოყენებას.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიღება
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ მიიღება

დამატებითი შენიშვნები:
ეს პროდუქტი არ არის საკვები
გამოყენების შემდეგ შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული, ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვების მხედველობის არეს მოცილებულ და მიუწვდომელ ადგილას.
შეიცავს 55% ეთანოლს

მწარმოებელი: Barij,  ირანი
გამოშვების ფორმა: პირის ღრუს სავლები 30 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება