მაქსიბიოტიკი / MaxiBiotic

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნეომიცინი, პოლიმიქსინ B, თუთია/
Polymyxin B sulfate, neomycin, zinc

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანთების საწინააღმდეგო საშუალება ანტიბაქტერიული მოქმედებით

5 ტუბი
შემადგენლობა:
ნეომიცინის სულფატი……. ….5 გ
პოლიმიქსინ B ………….. 5000 სე
თუთიის ბაციტრაცინი…….. 400 სე

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაქსიბიოტიკი 3 პოლიპეპტიდური და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების კომბინაციაა.
მაქსიბიოტიკი  ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედებით, აქტიურია უმეტესობა გრამ + და გრამ – მიკრო-ორგანიზმების მიმართ staphylococcus spp, streptococcus pneumonia, escherichia coli, salmonella spp, shigella spp, corynobacterium diphtheria, bacillus anthracis, proteus spp, treponema pallidum, haemophilus influenza, neisseria, enterococcus faecalis, enterobacter aerogenes, klebsiella pneumonia, yersinia multocida, borella spp, peltospira interrogans, fusobacterium spp და ა.შ.

მაქსიბიოტიკის ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ხორციელდება ბაქტერიების უჯრედული მემბრანის მოლეკულების დეფოსფორილირებით და  ფოსფოლიპიდური რეცეპტორების  რეგენერაციის დათრგუნვით.მაქსიბიოტიკი ბაქტერიის სპეციფიურ ცილა-რეცეპტორთან დაკავშრების შემდეგ არღვევს ბაქტერიის რიბონუკლეინის მჟავის სატრანსპორტო და მატრიცული კომპლექსის წარმოქმნის პროცესს, ასევე ბაქტერიებში ბლოკავს ცილების სინთეზს, აზიანებს მიკრობული უჯრედის ციტოპლაზმურ მემბრანას, (მემბრანა ხდება წყალგამტარი) რასაც თან სდევს ბაქტერიული უჯრედის სიკვდილი.
მაქსიბიოტიკი მაღალეფექტურ ანტიბაქტერიულ მოქმედებას ინარჩუნებს ნეკროზული ქსოვილების, სისხლის და დიდი ბაქტერიული ინოკულატის (ჩირქოვანი პროცესების)  არსებობის დროსაც. მაქსიბიოტიკის აქტიური კომპონენტების მიმართ რეზისტენტობა ვითარდება ძალზედ იშვიათად!
მალამო განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

ჩვენება:
– მცირე ზომის ჭრილობები (დაჟეჟილობა, ნაკაწრი, ნაკბენი)
– პოსტტრავმული და პოსტოპერაციული პერიოდის ჭრილობები
– პირველი ხარისხის დამწვრობა
– კანის ჩირქოვანი დაავადებები (ფურუნკული, კარბუნკული, პიოდერმია,ინფიცირებული ეგზემა,პანარიციუმი,პანდაქტილიტი, აბსცესი, ფლეგმონა,ჰიდრადენიტი, ფოლიკულიტი, იმპეტიგო და ა.შ.)
– მეორადი ინფექციებით გართულებული  რინიტი და გარეგანი ოტიტი

გამოყენების წესი და დოზირება:
გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად კანზე წასასწმელად.
მაქსიბიოტიკის წასმამდე უნდა მოხდეს კანის ზედაპირის გასუფთავება. მალამო კანზე დაიტანება დღეში 2-5-ჯერ. მალამოს წასმის შემდეგ შესაძლებელია კანის ზედაპირის ღიად დატოვება ან საფენით შეხვევა.
გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა – 7 დღე.

უკუჩვენება:
– ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა მალამოს შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ
– ბავშვთა ასაკი 12 წლამდე
– კანის ფართო უბნის დაზიანება, ღრმა და  სველი ჭრილობა
– სმენის ნერვის დაზიანება და თირკმლის  დაავადებები
– მიასთენია
– არ გამოიყენება თვალზე წასასმელად

გვერდითი ეფექტები:
მაქსიბიოტიკის ფონზე ძალზედ იშვიათად შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ქავილი, გამონაყარი, სიწითლე, შეშუპება  და კანის გაღიზიანების სხვა სიმპტომები.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მაქსიბიოტიკის გამოყენება არ არის შესწავლილი.

შენახვის წესი:
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  4 წელი
მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT (JELFA), პოლონეთი
გამოშვების ფორმა: (5 მგ+5000 ს.ე + 400 ს.ე) /გ 15გ მალამო ალუმინის ტუბი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება