მეგაფორსი / MEGAFORCE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი A 5000 სე
ვიტამინი E 245 სე
ვიტამინი D3 400 სე
ვიტამინი B1 5 მგ
ვიტამინი B2 5 მგ
ვიტამინი B6 4 მგ
ვიტამინი B12 20 მკგ
ვიტამინი B3 20 მგ
ვიტამინი B7 200 მკგ
ვიტამინი PP 20 მკგ
ვიტამინი C 150 მგ
ვიტამინი B9 0,5 მგ
ვიტამინი B4 25 მგ
პანთოტენის მჟავა 10 მგ
მაკრო- და მიკროელემენტები
კალციუმი 59 მგ
კალიუმი 30 მგ
მაგნიუმი 1 მგ
ფოსფორი 39 მგ
რკინა (სულფატი) 14 მგ
სპილენძი 2 მგ
იოდი 150 მკგ
მანგანუმი 2,5 მგ
მოლიბდენი 75მკგ
თუთია 15 მგ
სელენი 50 მკგ
ქრომი 150მკგ
მარილი 27მგ
ბორკარბიდი 130 მკგ
ამინომჟავები
L-არგინინი 20 მგ
L- ლიზინი 20 მგ
მცენარეული კომპონენტები
ჟენშენის ექსტრაქტი (10% ექსტრაქტი) 20 მგ
როიალ ჟელე (ფუტკრის რძე) 20 მგ
სოიოს ლეციტინი 50 მგ
დამატებითი ნივთიერებები:
ცელულოზა, დიკალციუმფოსფატი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მეგაფორსი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების და ამინომჟავების დაბალანსებულ კომპლექსს, აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციური დაავადებების, გაციების, გარემოს მავნე ზეგავლენის მიმართ, გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი მოქმედება.

სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილე ვიტამინების რაციონალურად შერჩეული კომბინაცია ორგანიზმზე ახდენს მრავალმხრივ დადებით ბიოლოგიურ მოქმედებას. მინერალური ნივთიერებები უზრუნველყოფს ორგანიზმის ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავები წარმოადგენს ძირითად საშენ მასალას ქსოვილოვანი ცილების, ფერმენტების, ჰორმონების და სხვა ბიოლოგიურად ღირებული ნაერთების სინთეზისათვის.
ჟენშენს ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართი დიაპაზონი აქვს. ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას და რეგენერაციულ შესაძლებლობებს.
ვიტამინი A მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში; უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილების მთლიანობას, არეგულირებს ორგანიზმის ზრდას. ვიტამინი B1 კოფერმენტის სახით მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
ვიტამინი B2 უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია; მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის, კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს.

ვიტამინი B6 კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, აგრეთვე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ვიტამინი B12 ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში; ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში, აუცილებელია ორგანიზმის ზრდისათვის.
ვიტამინი B9 აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მათ შორის, მეთიონინი, სერინი), ნუკლეინის მჟავების, ნურინების, პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლის პროცესებში.
ვიტამინი B5 კოენზიმ A- ს შემადგენელი ნაწილის სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვისა და აცეტილირების პროცესებში; ხელს უწყობს ეპითელისა და ენდოთელის შენებას და რეგენერაციას.
ვიტამინი C მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულაციაში, უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს; მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში, აგრეთვე სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში.
ვიტამინი E ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდება, უზრუნველყოფს მემბრანის უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოოქსიდაციისგან; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების ფორმირებაში.
ვიტამინი D3 ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზსს და კალციუმის ჩალაგებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას.
ვიტამინი PP მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის პროცესებში.
მაგნიუმი აქვეითებს ნეირონების აგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში, კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში.
ფოსფორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებში, ენერგეტიკულ ცვლაში, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, ზრდის პროცესებში.
კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის; უზრუნველყოფს სისხლის შედედების პროცესებს.
კალიუმი მონაწილეობს უჯრედშიგა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში, ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების, მათ შორის მიოკარდიუმის, მეტაბოლიზმსა და ფუნქციებში.
რკინა მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში. მანგანუმი გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებაზე, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში.
მოლიბდენი მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, მოქმედებს როგორც ფერმენტების კოფაქტორი.
თუთია ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისთვის, წარმოადგენს პანკრეასის წვენის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს რიგი ჰორმონების წარმოქმნაში.
იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისათვის.
ქრომი მონაწილეობს სისხლში გლუკოზის დონის და ორგანიზმის ჰორმონალური მდგომარეობის რეგულაციის პროცესებში, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას, აფერხებს ორგანიზმის უჯრედებში ცხიმის დაგროვებას.
სპილენძი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში.
სელენი მონაწილეობს ქსოვილების ელასტიურობის რეგულაციაში, გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ამინომჟავა L-არგინინი ცილების საშენი მასალაა. L-არგინინი უზრუნველყოფს არტერიული წნევის ნორმალურ დონეს და მთლიანად გულსისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებას. ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას და აფერხებს ათეროსკლეროზული ფოლაქების განვითარებას. აღნიშნული ამინომჟავა აუცილებელია ქსოვილების ზრდის, აღდგენისათვის, ანტისხეულების, ჰორმონებისა და ფერმენტების წარმოქმნისათვის.
L-ლიზინი ამინომჟავაა, რომელიც აუცილებელია ქსოვილების ზრდის, აღდგენისათვის, ანტისხეულების, ჰორმონებისა და ფერმენტების წარმოქმნისათვის.
ლიზინის დამატებითი მიღება აფერხებს გადაღლის განვითარებას, ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას, ძვლოვანი და შემაერთებელი ქსოვილების აღდგენას.
ფუტკრის რძე შეიცავს A, C, E, B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, კალციუმის მინერალურ მარილებს, რკინას, სილიციუმს, ორგანულ მჟავებს. აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, კვებავს უჯრედებს, ხელს უწყობს გადაღლის და სტრესის გადალახვას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, უჯრუდულ მეტაბოლიზმს და რეგენერაციულ პროცესებს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ადაპტოგენური თვისებები. ამაღლებს იმუნიტეტს.
ლეციტინის შემადგენლობაში შედის ესენციური ფოსფოლიპიდები, რომლებიც წარმოადგენს უჯრედული მემბრანების უნივერსალურ პლასტიურ მასალას. ფოსფოლიპიდები ხელს უწყობს უჯრედული მემბრანების სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას, არეგულირებს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი მრავალი პროცესის მიმდინარეობას. ლეციტინი აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას ქრონიკული ჰეპატიტების, ციროზების, ღვიძლის წამლისმიერი, ალკოჰოლური და რადიაციული დაზიანებების დროს.

ჩვენებები
– ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
– გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
– გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
– იმპოტენცია მამაკაცებში;
– სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;
– სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება;
– მკაცრ დიეტაზე მყოფ პირთათვის;
– დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს;
– სხვადასხვა წარმოშობის ანემიები;
– ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში;
– სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
– კლიმაქტერული პერიოდი ქალებში;
– თმის ცვენის და მტვრევადობის დროს;
– ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებებისას;
– ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ასამაღლებლად.

მიღების წესები და დოზები
მეგაფორსი მიიღება შიგნით ჭამის დროს 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: PSP
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება