მეკლონი / Meclon

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მეტრონიდაზოლი, კლოტრიმაზოლი /metronidazole,
clotrimazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული და ანტიფუნგალური პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის გინეკოლოგიაში.

შემადგენლობა:
თითოეული სანთელი შეიცავს: მეტრონიდაზოლი 500 მგ, კლოტრიმაზოლი 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
ცხიმოვანი მჟავების ჰიდროფილური ნარევი, გაჯერებული მონო-, დი- და ტრიგლიცერიდებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მეკლონის ვაგინალური სანთლები შეიცავს მეტრონიდაზოლს – ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული და კლოტრიმაზოლს – ანტიფუნგალური ეფექტებით. მეტრონიდაზოლი მიეკუთვნება 5-ნიტროიმიდაზოლების წარმოებულს. იგი არღვევს ბაქტერიულ უჯრედში დნმ-ის რეპლიკაციას, თრგუნავს პათოგენური მიკროორგანიზმში ნუკლეინის მჟავების სინთეზს, რაც იწვევს ბაქტერიის სიკვდილს. მეტრონიდაზოლს ახასიათებს ფართო ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული სპექტრი და აქტიურია შემდეგი ორგანიზმების წინააღმდეგ: Protozoa, Trichomonas vaginalis:ჩათვლით Entamoeba histolytica, Giardia intestinalis, Lamblia spp.;ანაერობული გრამდადებითი მიკრობების, მათ შორის Bacteroides spp. (Bacteroides fragilis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus), Fusobacterium spp., Gardnerella vaginalis, Veillonella spp., Prevotella spp. (Prevotella bivia, Prevotella buccae, Prevotella disiens) მიმართ; აერობული გრამუარყოფითი შტამების,  მათ შორის, Eubacterium spp., Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.მიმართ.
კლოტრიმაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს. გააჩნია როგორც მძლავრი სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედება, ასევე გამოხატული ანტიმიკრობული ეფექტი. ანტიფუნგალურ ეფექტს ავლენს სოკოს უჯრედის მემბრანაში მისი ძირითადი სტეროლის (ერგოსტეროლის) სინთეზის ინჰიბირების ხარჯზე, რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს. კლოტრიმაზოლი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:Candida spp. (Candida albicans), Torulopsis glabrata, Rhodotorula spp., Pityrosporum orbiculare; დერმატოფიტების (Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis), pathogen Pityriasis versicolor (colored lichen) და pathogen erythrasma; ზოგიერთი გრამდადებითი მიკრობის  (Staphylococcus spp., Streptococcus spp., Corynebacterium minutissimum და გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ (Bacteroides spp., Gardnerella vaginalis). კლოტრიმაზოლი მაღალ დოზებში ავლენს გამოხატულ აქტივობას Trichomonas vaginalis –ის მიმართ.

ჩვენება:
• უროგენიტალური ტრიქომონიაზი
• არასპეციფიური, სოკოვანი, შერეული მოკრობებით გამოწვეული ვაგინიტი, ცერვიციტი, ცერვიკოვაგინიტი
• ბაქტერიული ვაგინოზი (გარდნერელოზი)
• მწვავე და ქრონიკული ენდომეტრიტი
• მშობიარობის, გინეკოლოგიური მანიპულლაციების და ქირურგიული ჩარევების შემდგომი ინფექციური გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

დოზირების რეჟიმი:
ერთი ვაგინალური სანთელი ერათხელ დღეში; მკურნალობის ხანგრძლივობა 10 დღე.

მწარმოებელი: DOPPEL Farmaceutici,  იტალია
გამოშვების ფორმა: 100მგ+500მგ ვაგინალური სანთელი #10
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

გაფრთხილება