მელორნა / Melorna

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ჰეპატოპროტექტორული, ნეიროპროტექტორული, ძლიერი ანტიოქსიდანტური საშუალება.

შემადგენლობა:
ადემეთიონინი ————- 100 მგ
გლუტათიონი—————125 მგ
სილიმარინი —————-70 მგ
ალფა ლიპოის მჟავა ——- 125 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:  ადემეთიონინს გააჩნია ჰეპატოპროტექტორული,  ნაღვლმდენი, დეტოქსიკაციური, რეგენერაციის მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ანტიდეპრესიული და ნეიროპროტექტორული მოქმედება.
ადემეთიონინის დეფიციტის შევსება და სტიმულაცია ორგანიზმში ხდება ღვიძლიდან და თავის ტვინიდან. მოლეკულა S-ადენოზილ-L-მეთონინი დონორის ფუნქციას ასრულებს ტრანსმეთილირების ბევრ რეაქციაში, ადემეთიონინის მეთილის ჯგუფს გადააქვს (ტრანსმეთილირება) ისეთი ბიონივთიერებები, როგორიცაა: ჰორმონები, ნეირომედიატორები, პროტეინები და ფოსფოლიპიდები. იგი წინამორბედია ტრანსსულფურირების და   ბიოქიმიური თიოლური ნაერთების რეაქციებში (ცისტეინის, ტაურინის, გლუტათიონის, კოენზიმ A–სა და სხვათა).
ახასიათებს ანტიქოლესტაზური მოქმედება, რაც განპორობებულია ჰეპატოციტების მემბრანის მომატებული მობილობით და პოლარიზაციით. კერძოდ ახდენს ჰეპატოციტების მემბრანაში, ფოსფოდიტილქოლინის სინთეზს, რაც აუმჯობესებს მემბრანის განვლადობას და უზრუნველყოფს ნაღვლის პასაჟს.
ადემეთიონინი ასტიმულირებს დეტოქსიკაციას, ამაღლებს ჰეპატოციტებში კონიუგირებული და სულფატირებულ ნაღვლის მჟავის შემცველობას. ტაურინთან კონიუგაცია ამაღლებს ნაღვლის მჟავის ხსნადობას და გამოყოფას ჰეპატოციტებიდან. სულფატირება უზრუნველყოფს თირკმლიდან ელიმინაციას და ჰეპატოციტების მემბრანიდან ნაღვლის ევაკუაციას. გარდა ამისა სულფატირებული ნაღვლის მჟავა იცავს ღვიძლის უჯრედების მემბრანას არასულფატირებული ნაღვლის მჟავის ტოქსიურიზემოქმედებისაგან.
ბავშვებსა და მოზარდებში ადემეთიონინის შემცველობა ძალიან მაღალია, მაგრამ ზრდასრულებში თანდათან ქვეითდება და ხანშიშესულ ასაკში საკმაოდ მცირდება.
დეპრესიული სინდრომის მქონე პაციენტების თავ-ზურგ ტვინის სითხეში ადემეთიონინის შემცველობადაბალია.
ადემეთიონინის მაღალი კონცენტრაციები ზემოქმედებას ახდენს ტვინის ქსოვილისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ტრანსმეთილირების პროცესებზე, რაც კატექოლამინების (ადრენალინის, ნორადრენალინის), ინდოლამინების (სეროტონინის, მელატონინის) და ჰისტამინის მეტაბოლიზმზე გავლენით ხორციელდება.
ადემეთონინი მონაწილეობს გენეტიკური აპარატის (დნმ-ის) აქტივობის რეგულაციაში და უჯრედული მემბრანების შენებაში.
გლუტათონი მაღალრეაქტიული ტრიპეპტიდია, მძლავრი ანტიოქსიდანტი, ნეიროპროტექტორი, ციტოპროტექტორი, რომელიც აკავებს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებს და ტოქსინებს. მის წარმოქმნაში მონაწილეობს სამი ამინომჟავა ცისტეინი, გლიცინი და გლუტამინი.  ორგანიზმში გლუტათიონის ნაკლებობა იწვევს მრავალი დაავადების გამოვლინებას, როგორიცაა: პარკინსონი, ალცჰეიმერი, თიროზინემია 1 ტიპი (ეს არის გენეტიკური დეფექტით განპირობებული ფერმენტის ნაკლებობა, რომელიც საკვებიდან მიღებული თიროზინის ცვლის დარღვევას იწვევს), აუტოიმუნური დაავადებები, ართრიტები, თირკმლის და ღვიძლის დაავადებები.  ექსპერიმენტულად in vivo და in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ გლუტათონი იცავს ნერვულ უჯრედებს ჰიპოქსიისა და ინტოქსიკაციისგან, აღადგენს მიტოქონდრიების ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს აპოპტოზისაგან. ჰეპატოციტებში გლუტათიონი უკავშირდება სამკურნალწამლო საშუალებების კატაბოლიზმის პროდუქტებს და თრგუნავს მათ ტოქსიურ ზემოქმედებას.
სილიმარინს გააჩნია დეზინტოქსიკაციური, რეგენერაციული, ჰეპატოპროტექტორული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. სილიმარინი მცენარეული წარმოშობის ჰეპატოპროტექტორია, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ბაყაყურას ნაყოფიდან გამოყოფილ ექსტრაქტულ ნივთიერებათა ნარევს, კერძოდ კი: სილიბინინის, სილიდიანინის, სილიკრისტინის და ფლავონოლის სხვა წარმოებულების.
სილიმარინი ღვიძლში ურთიერთქმედებს თავისუფალ რადიკალებთან და მათ ნაკლებად ტოქსიურ ნაერთებად აქცევს, რითაც წყვეტს ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვის პროცესს და აჩერებს უჯრედის სტრუქტურების შემდგომ დაშლას, ხელს უშლის ტოქსინების შეღწევას ღვიძლის უჯრედებში.
სილიმარინის ზემოქმედებით დაზიანებულ ჰეპატოციტებში ხდება სტრუქტურული და ფუნქციური ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზის სტიმულაცია (რნმ-პოლიმერაზა A-ს სპეციფიური სტიმულაციის ხარჯზე), უჯრედული მემბრანების სტაბილიზაცია, უჯრედის ფერმენტული კომპონენტების (ტრანსამინაზები) დაკარგვის თავიდან აცილება, ღვიძლის უჯრედების რეგენერაციის დაჩქარება.
ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების (ტრანსამინაზების, გამაგლობულინის, ბილირუბინის დონე) ნორმალიზაცია.
სილიმარინი აძლიერებს ღვიძლის დეზინტოქსიკაციურ ფუნქციას გლუტათიონის დაგროვების მომატების შედეგად. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს სილიმარინი ამცირებს აცეტალდეჰიდის წარმოქმნას და ასევე აქვს გამოხატული მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება.
ალფა ლიპოის მჟავა – (თიოქტის მჟავა) – ენდოგენური ანტიოქსიდანტია, აქვს ჰეპატოპროტექტორული, ჰიპოლიპიდემიური, ჰიპოგლიკემიური მოქმედება. ორგანიზმში წარმოიქმნება ალფა-კეტომჟავის ჟანგვითი დეკარბოქსილირებისას. ალფა ლიპოის მჟავა აძლიერებს მიტოქონდრიაში სუნთქვით პროცესებს, ზრდის ჟანგბადის მოხმარების დონეს, იცავს ნერვულ უჯრედებს ჰიპოქსიისაგან, მონაწილეობს პიროყურძნის მჟავის მეტაბოლიზმში და ლიმონმჟავის ციკლის მსვლელობაში (კრეფსის ციკლი). აგრეთვე ალფა ლიპოის მაჟავა მონაწილეობს პიროყურძნის მაჟავიდან აცეტილ კოფერმენტის წარმოქმნაში, რომელიც შემდგომ კრეფსის ციკლის საშუალებით განაპირობებს ატფ-ის წარმოქმნას.
ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შემცველობის შემცირებას და ღვიძლში გლიკოგენის შემცველობის ზრდას. აგრეთვე ინსულინ-რეზისტენტობის გადალახვას. ბიოქიმიური მოქმედების ხასიათით ახლოსაა B ჯგუფის ვიტამინებთან.
ალფა ლიპოის მჟავა აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას და აქვს დეტოქსიკაციის მოქმედება მძიმე ლითონების მარილებით მოწამვლის, სხვა ეგზო და ენდოტოქსიკოზების დროს.
თიოქტის მჟავა განიცდის ბიოტრანსფორმირებას და გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (85%). შრატიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 20-40 წთ. საერთო პლაზმური კლირენსი – 10-15 წთ

ჩვენებები:
– ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი.  ქვემწვავე, პერსისტირებადი და აქტიური ქრონიკული ფორმა, მწვავე ვირუსული ჰეპატიტის გადატანის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდი; არავირუსული ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტი;
– ღვიძლის ციროზი სხვადასხვა ეტიოლოგიის (კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით);
– ინფექციური და ტოქსიური ჰეპატიტის შემდგომი მდგომარეობა; ღვიძლის წამლისმიერი დაზიანებები და ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების პერიოდი (კერძოდ, ზოგიერთი ფსიქოტროპული, ქიმიოთერაპიული, ტუბერკულოზის სამკურნალო, პერორალური კონტრაცეპტივები, პარაცეტამოლი, ზოგიერთი ანტიბიოტიკი¬, იმუნოდეპრესანტი და სანარკოზე საშუალებები) და პროფილაქტიკა;
– დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათია;
– ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;
– ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები;
– ღვიძლის დისტროფია და დაავადებები დაკავშირებული ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან, მათ შორის სტეატოზი (ცხიმოვანი ჰეპატოზი);
– ღვიძლის დაზიანება, დაკავშირებული ალკოჰოლის გამოყენებასთან, მათ შორის პაციენტებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით და ასევე ეთილის სპირტით მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში. აბსტინენციის სინდრომი;
– მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპოკინეტიკური ფორმა;

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ასაკი 12 წლამდე, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები მელორნას მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღების დროს სერიოზული გვერდითი რეაქციები აღნიშნული არ არის. პრეპარატის მიღებისას დამოკიდებულება არ განვითარებულა. შესაძლოა ზოგიერთ პაციენტში (ძილი-სიფხიზლე) დარღვევა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევებში შეიძლება აუცილებელი გახდეს ძილის წინ სედაციური საშუალებების მიღება.
შეიძლება აღინიშნოს გულძმარვა და უსიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრიულ არეში, რომლებიც  მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებს.

გამოყენების წესი და დოზირება: მელორნა მიიღება 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
თერაპიის ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმესა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული და ექიმის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას  არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30
მწარმოებელი: PRIMEA Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება