მემორტაბი N / MEMORTAB N

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/ comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნოოტროპული პრეპარატი

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: ბაკოპა (Bacopa monnieri) – 250 მგ; ხვართქლა (Convolvulus pluricaulis) – 125 მგ; ვითანია (Withania somnifera) – 50 მგ; ნარდი (Nardostachys jatamansi) – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, აეროსილი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბრონოპოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, ბრონოპოლი, ჟელატინი, საღებავები: Brilliant Blue (E 133), Tartrazine (E 102), ტიტანის დიოქსიდი (E 171).

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მყარი ჟელატინის კაფსულები მწვანე ფერის კორპუსითა და თავსახურით, შევსებული მოყავისფრო ფხვნილით;

ფარმაკოლოგიური თვისებები
მემორტაბი N წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ პარასამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი ორგანიზმზე განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით. პრეპარატი შეიცავს მცენარეების მშრალ ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები:
Bacopa monnieri – ს ექსტრაქტი აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს ქოლინერგული და გაემ-ერგული ნეიროგადაცემის მოდულაციის გზით. აძლიერებს საფეთქლის წილის კორტიკალური მუსკარინული და ქოლინერგული რეცეპტორების აქტივობას. გააჩნია ანქსიოლიზური, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები. Bacopa monnieri – ს შემადგენლობაში შემავალ A და B ბაკოზიდებს გააჩნიათ კოგნიტური თვისებების გამაძლიერებელი ეფექტი.
Convolvulus pluricaulis – ის ექსტრაქტი ზრდის თავის ტვინში ნეიროპეპტიდების სინთეზს. სისხლის პლაზმაში ამცირებს ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების და ფოსფოლიპიდების დონეს, აძლიერებს დამახსოვრების უნარს.
Withania somnifera – ს ექსტრაქტს გააჩნია ანტისტრესული, ადაპტოგენური და ნერვული სისტემის მასტიმულირებელი მოქმედება.
Nardostachys jatamansi – ს ექსტრაქტს ახასიათებს სედაციური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. გამოიყენება უძილობის, მოუსვენრობის დროს, ასევე ნევროლოგიური დარღვევებისას.

ჩვენებები
• მეხსიერების დაქვეითება;
• ასაკთან დაკავშირებული დემენცია;
• გონებრივი გადაღლა;
• სტრესი.

მიღების წესები და დოზები
მემორტაბი N მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით მიიღება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში.
შესაძლებელია დოზის კორექცია ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და შეადგენს საშუალოდ 1-3 თვეს.

გვერდითი მოვლენები
მითითებული დოზირების დაცვის შემთხვევაში გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
– ორსულობა;
– ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევებზე მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

მწარმოებელი: ავერსი ფარმა, საქართველო
გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება