მენოპეისი – MENOPACE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

მენოპეისი არის ეფექტური დანამატი, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ქალებისთვის მენოპაუზის პერიოდში და ამ პერიოდის შემდეგ მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.
მენოპეისის 21 კომპონენტიან დაბალანსებულ ფორმულაში შემავალი ვიტამინები და მინერალები, ნატურალური სოიოს იზოფლავონოიდები და აუცილებელი კო-ფაქტორები ძალზედ მნიშვნელოვანია მენოპაუზის დროს.

მენოპეისი არ შეიცავს რაიმე ჰორმონს, ასე რომ მისი მიღება შეიძლება დამოუკიდებლად ან ჰორმონ ჩანაცვლებით თერაპიასთან (HRT) ერთად.

მენოპეისი შეიცავს ორგანიზმში გამა– ლინოლენის მჟავის ბუნებრივი სინთეზისათვის საჭირო აუცილებელ კოფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჰორმონულ ბალანსში ცვლილებების მოწესრიგებას.
მენოპეისი ასევე შეიცავს D3 ვიტამინს, მაგნიუმს, თუთიას და სხვა საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კალციუმის შესაბამისი დონეების და ძლიერი ძვლოვანი სტრუქტურის შენარჩუნებას.

ნატურალური E-ვიტამინი, ფოლის მჟავა და B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი, ასოცირებული ჰომოცისტეინის დონესთან დაგეხმარებათ ჯანმრთელი გულის შენარჩუნებაში მენოპაუზის დროს.

მენოპაუზის და შემდგომ პერიოდში მენოპეისის მიღება შეიძლება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.

მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია „ ვიტაბიოტიკსი“ ლონდონი, ინგლისი

შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტი საშ. 1 ტაბლეტი რეკომენდებული დღიური რაციონი
ვიტამინი A (2500 სე)……………….   750 მკგ
ვიტამინი D3 (200 სე)………………   5.0 მკგ
ვიტამინი E……………………………     30 მგ
ვიტამინი C…………………………..      45 მგ
თიამინი (ვიტამინი B1)……………..           10 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2)………        5 მგ
ნიაცინი (ვიტამინი B3)……………..            20 მგ
ვიტამინი B6…………………………      10 მგ
ფოლაცინი (ფოლის მჟავა)………….           500 მკგ
ვიტამინი B12……………………….      9 მკგ
ბიოტინი…………………………….        30 მკგ
პანტოთენის მჟავა……………………  30 მკგ
PABA………………………………..          25 მგ
რკინა…………………………………         6 მგ
მაგნიუმი……………………………..       100 მგ
თუთია……………………………….        15 მგ
იოდი………………………………..          225 მკგ
მანგანუმი……………………………       2 მგ
სპილენძი……………………………        1 მგ
ქრომი ………………………………          50 მკგ
სელენი………………………………         100 მკგ
სოიოს იზოფლავონოიდების ექსტრაქტში შემავალი:
დიადზეინი……….. 1.1 მგ
გლიცეტინი……….. 0.77 მგ –
გენისტეინი……….. 0.33 მგ

მიღების წესი:
ერთი ტაბლეტი დღეში ძირითად საკვებთან ერთად ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტის უზმოზე მიღება. არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა და რეკომენდებული დოზის გადამეტება.

შენახვის პირობები: ინახება 25 °C-მდე გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემა: ურეცეპტოდ.

გაფრთხილება