მერკაზოლილი – ზდოროვიე

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: თიამაზოლი/ Thiamazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:  მეთიმაზოლი (თიამაზოლი).
1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ მეთიმაზოლს (თიამაზოლს).
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, რაფინირებული შაქარი, ტალკი.
წამლის ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტითირეოიდული საშუალება, ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის წარმოქმნას.

ფარმაკოლოგიური თვისებები. თირეოსტატული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის წარმოქმნაში მონაწილე ფერმენტის აქტივობის ინჰიბირებით, თიროქსინის სეკრეციის შემცირებით.
პრეპარატი აწესრიგებს მეტაბოლურ პროცესებს ფარისებრ ჯირკვალში, ამცირებს ძირითად ცვლას ( რომელიც მომატებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას),  აჩქარებს ფარისებრი ჯირკვლიდან იოდიდების გამოყოფას, ზრდის ჰიპოფიზში თირეოტროპული ჰორმონის სინთეზს და გამოყოფას. ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს თირეომასტიმულირებელი იმუნოგლობულინების გაქრობას.
ფარმაკოლოგიური მოქმედების ეფექტურობით აღემატება პროპილთიოურაცილს.
ფარმაკოლოგიური ეფექტი გამოვლინებას იწყებს 5 დღეში 40 მგ დოზის მიღებიდან.
შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა 93%- ს შეადგენს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 0.4-1.2 საათის განმავლობაში. სისხლის ცილებს პრაქტიკულად არ უერთდება. კუმულირდება ფარისებრი ჯირკვალში. აღწევს დედის რძეში და მასში შეიძლება მიაღწიოს კონცენტრაციას, რომელიც შეესაბამება სისხლში არსებულ კონცენტრაციას. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 3-6 საათი. გამოიყოფა შარდით და ნაღვლის წვენთან ერთად. თირკმელებით 24-48 საათის განმავლობაში მოქმედი ნივთიერების 70% გამოიყოფა, თანაც 7-12% უცვლელი სახით.
ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლები არ არის დამოკიდებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზე.
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.

გამოყენების ჩვენებები:
დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, თირეოტოქსიკური კრიზი, ჰიპერთირეოზი ( ბაზედოვის დაავადება); თირეოიდექტომიისათვის მომზადება; ჰიპერთირეოზის ოპერაციის შემდგომი რეციდივები; წინასწარი და შუალედური მკურნალობა რადიოაქტიური იოდით მკურნალობის დროს.

უკუჩვენებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას მის ან თიოშარდოვანას წარმოებულების მიმართ, ჰიპოთირეოზის (თირეოსტაზულებით მკურნალობის პროცესში განვითარებულის გარდა), აგრანულოციტოზის დროს კარბიმაზოლით ან თიამაზოლის პრეპარატებით ადრე ჩატარებული თერაპიის დროს, გრანულოციტოპენიის (მ. შ. ანამნეზში), გამოხატული ლეიკოპენიის, ჩიყვის ძალიან დიდი ზომების, ფარისებრ ჯირკვალში კვანძების არსებობის (დაავადების მძიმე პროგრესირებადი მიმდინარეობის შემთხვევების გარდა, როდესაც ოპერაცია დროებით შეუძლებელია), ჩიყვის მკერდის უკან მდგომარეობის, მკურნალობის დაწყებამდე ქოლესტაზის, ორსულობის, ლაქტაციის დროს. 3 წლამდე ასაკის ბავშვები.

სიფრთხილე:
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შეზღუდვას პრეპარატის გამოყენებისათვის წარმოადგენს ღვიძლის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის მსხვილი სტრუმები ტრაქეის სანათურის შევიწროვებით. ბოლო შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ხანმოკლე დროით და ლევოთიროქსინთან კომბინაციაში პაციენტის მდგომარეობის კონტროლით ( თირეოტროპული ჰორმონის დონის,  ტრაქეის სანათურის კონტროლი).

ოპერაციისათვის მომზადებისას, როგორც პრეპარატის გამოყენების შედეგი, გამორიცხული არ არის ფარისებრი ჯირკვლიდან სისხლდენის განვითარება. ამის პრევენციისათვის ( რემისიის მიღწევისას ან მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისას) პრეპარატის გამოყენება წყდება და ინიშნება იოდის პრეპარატები. ოპერაცია 2-3 კვირაში ტარდება.

რადიოაქტიური იოდის დაგეგმილ მიღებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე დიაგნოსტიკის ან თერაპიის მიზნით პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ჰიპოთირეოზის პროფილაქტიკისათვის ეუთირეოზის მიღწევისას დამატებით ინიშნება ლევოთიროქსინი ( სქემა ” დააბლოკირე და ჩაანაცვლე “); ამ დროს რეკომენდებულია თავისუფალი თიროქსინის დონის კონტროლი.
ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.

ორსულობა. პრეპარატის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის. ამ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება მინიმალურ ეფექტურ დოზებში, რომლებიც შესაძლებელს ხდის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ნორმის ზედა ზღვარზე შენარჩუნებას.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის კომბინირება არ შეიძლება ლეიკოპენიის გამომწვევ პრეპარატებთან: ამიდოპირინი და მისი ანალოგები, სულფანილამიდები.
პრეპარატის ეფექტურობას ზრდიან: ორგანიზმში იოდის უკმარისობა, ლითიუმის პრეპარატები, β – ადრენობლოკატორები (განსაკუთრებით სუბტოტალური თირეოიდექტომიისათვის მომზადების პერიოდში), რეზერპინი, ამიოდარონი, გენტამიცინი; ამცირებენ – კალიუმის იოდიდი, იოდი (საჭიროა მერკაზოლილ – ზდოროვიეს დოზის გაზრდa). პრეპარატი ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მგრძნობელობას სხივური თერაპიის მიმართ, ანტიკოაგულანტების ეფექტურობას (კუმარინი, ინდანდიონის წარმოებულები); ზრდის β – ბლოკატორების კლირენსს. ლეიკოპენიის განვითარების რისკი მცირდება ლეიკოგენთან და ფოლის მჟავასთან ერთად გამოყენებისას.

იმ პაციენტებში, რომლებიც მერკაზოლილი – ზდოროვიეს იღებენ თირეოტოქსიკოზის სამკურნალოდ, ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ერთდროულად მიღებული პრეპარატების დოზების შეცვლა: საგულე გლიკოზიდების, ამინოფილინის დოზების შემცირება; ვარფარინისა და სხვა ანტიკოაგულანტების დოზის მომატება (კუმარინისა და ინდანდიონის წარმოებულები). ამიოდარონთან ერთად დანიშვნისას შეიძლება საჭირო გახდეს მერკაზოლილ – ზდოროვიეს დოზის შემცირება.
გასათვალისწინებელია ის, რომ თირეოტოქსიკოზის დროს ჩქარდება სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმი და ელიმინაცია, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს დოზირების რეჟიმის კორექცია.

განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ თერაპიის პერიოდში ყელის ტკივილის, ჩაყლაპვის გაძნელების, სხეულის ტემპერატურის მომატების, სტომატიტის, ფურუნკულოზის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
მკურნალობის დროს კანქვეშა სისხლჩაქცევების ან გაუგებარი გენეზის სისხლდენების, კანზე გენერალიზებული გამონაყარისა და ქავილის, ძლიერი ღებინებისა ან გულისრევის, სიყვითლის, ეპიგასტრიუმში ძლიერი ტკივილების და გამოხატული სისუსტის განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი.

გამოყენების წესი და დოზები:
ინიშნება შიგნით, ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, სითხის დაყოლებით.

საწყისი და ინდივიდუალური დოზები ინდივიდუალურად შეირჩევა. სადღეღამისო დოზა ინიშნება 1 მიღებად ან იყოფა 2-3 ერთჯერად დოზად. მკურნალობის დასაწყისში ერთჯერადი დოზები მიიღება დღის განმავლობაში მკაცრად განსაზღვრულ დროს.

შემანარჩუნებელი დოზა მიიღება 1 მიღებად საუზმის შემდეგ.

ჰიპერთირეოზი. მოზრდილებში მსუბუქი და საშუალო ფორმებისას ინიშნება 5 მგ (1 ტაბლეტი) 3-4- ჯერ დღეში;
თირეოტოქსიკოზის მძიმე ფორმებისას – 10 მგ (2 ტაბლეტი) 3-4- ჯერ დღეში. რემისიის დადგომის შემდეგ ( ჩვეულებრივ 3-6 კვირის შემდეგ) სადღეღამისო დოზა 5-10 მგ – ით მცირდება ყოველ 5-10 დღეს და თანდათან შეირჩევა მინიმალური შემანარჩუნებელი დოზა მდგრადი თერაპიული ეფექტის მიღებამდე – 5 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ, დღეგამოშვებით ან 3 დღეში ერთხელ.

უმაღლესი დოზები მოზრდილებისათვის: ერთჯერადი – 10 მგ (2 ტაბლეტი), სადღეღამისო – 40 მგ (8 ტაბლეტი). მკურნალობის კურსი 1-2 წელი.

თირეოტოქსიკოზის მძიმე ფორმებისას შეიძლება დოზის გაზრდა 60 მგ – მდე დღეში 3-4 მიღებად, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ( ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევა) შემანარჩუნებელი დოზა – 5-20 მგ / დღე.

მომზადება თირეოიდექტომიისათვის: მოზრდილებში ინიშნება 20-40 მგ (4-8 ტაბლეტი) დღეში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სიმპტომების აღმოფხვრამდე ( ჩვეულებრივ – 3-4 კვირა, ცალკეულ შემთხვევებში – უფრო ხანგრძლივად); მიღება წყდება 1 დღით ადრე ოპერაციამდე. ოპერაციისათვის მომზადების დროის შემცირების მიზნით დამატებით ინიშნება ß – ადრენობლოკატორები და იოდის პრეპარატები.
მომზადება რადიოაქტიური იოდით მკურნალობისათვის: მოზრდილებში ინიშნება 20-40 მგ (4-8 ტაბლეტი) დღეში ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევამდე.

რადიოაქტიური იოდის მოქმედების ლატენტური პერიოდი ( სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი). მოზრდილებში ინიშნება დოზით 1.25-10 მგ დღეში და ლევოთიროქსინი მცირე დოზით.
იოდის პრეპარატის დანიშვნისას თირეოტოქსიკოზის პროფილაქტიკა ( იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებების გამოყენების შემთხვევების ჩათვლით) ლატენტური თირეოტოქსიკოზის, ავტონომიური ადენომების ან ანამნეზში   თირეოტოქსიკოზის დროს. მოზრდილებში ინიშნება დოზით 10-20 მგ (2-4 ტაბლეტი) დღეში და კალიუმის პერქლორატი დოზით 1 გ / დღე 8-10 დღის განმავლობაში იოდის შემცველი საშუალებების გამოყენებამდე.

13 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება იმავე დოზებით, როგორც მოზრდილებში.
3-13 წლის ბავშვებში ინიშნება საწყისი დოზით 0.3-0.5 მგ / კგ / დღე, შემანარჩუნებელი დოზები – 0.2-0.3 მგ / კგ / დღე ( ერთჯერადად, დილით ჭამის შემდეგ).
მაქსიმალური დოზა ბავშვებისათვის – 15 მგ დღეში (3 ტაბლეტი). საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინიშნება ლევოთიროქსინი.

ორსულობის დროს ( მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის) ინიშნება მინიმალურ დოზებში 2.5-10 მგ დღეში. სადღეღამისო უმაღლესი დოზა – 10 მგ (2 ტაბლეტი).
პრეპარატის ქრონიკული ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში ვითარდება ჰიპოთირეოზი. სიმპტომები:
ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, სისუსტე, კანის სიმშრალე, თავის ტკივილი, ძილიანობა, აპათია, ასკეტიზმი, კუნთების ტკივილი, ქალებში მენსტრუალური ციკლის შეცვლა, სხეულის წონის მომატება, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. რაიმე არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
მკურნალობა: პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. როგორც წესი, პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სპონტანური აღდგენა. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმს შეუძლია დანიშნოს ჩანაცვლებითი თერაპია.

გვერდითი ეფექტები. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზია, ცხელება; იშვიათად – ინსულინური აუტოიმუნური სინდრომი სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირებით.
კუჭ ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, იშვიათად – გემოს შეგრძნების შექცევადი შეცვლა; ძალიან იშვიათად – სანერწყვე ჯირკვლების ძლიერი გადიდება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი. სისხლის სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი; იშვიათად – აპლასტიური ანემია, ჰიპოპროთრომბინემია, თრომბოციტოპენია ასიმპტომატური. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ძალიან იშვიათად – ნევრიტი, პოლინეიროპათია. ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჰიპერემია, გამონაყარი კანზე, იშვიათ შემთხვევებში – კვინკეს შეშუპება.
სხვა: ართრალგია, სისუსტე, სხეულის წონის მომატება; იშვიათად – ოპერაციის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლიდან სისხლდენის მომატება, სხეულის ტემპერატურის მომატება; ძალიან იშვიათად – ლიმფადენოპათია, მგლურასმაგვარი სინდრომი, ნეფრიტი.

პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი ეფექტების უმეტესობა დამოკიდებულია დოზაზე და ვითარდება მკურნალობის პირველი 4-8 კვირის განმავლობაში,  გვერდითი ეფექტების განვითარებისას საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
რაიმე არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა ( განსაკუთრებით ბავშვების მკურნალობისას).

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 8-25 0C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:
50 ან 100 ტაბლეტი პლასტმასის კონტეინერში და კოლოფში.

გაცემის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი:  შპს ” ფარმაცევტული კომპანია ” ზდოროვიე ” უკრაინა, ხარკოვი,

გაფრთხილება