მერცის სპეციალური დრაჟე

მერცის სპეციალური დრაჟე. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მერცის სპეციალური დრაჟე აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით

შემადგენლობა
1 დრაჟე
B-კაროტენი ——————————————————– 0,90 მგ
ვიტამინი A აცეტატი ——————————————      1500 მე
Saccharomyces cerevisie საფუარას
მშრალი ესტრაქტი  ——————————————-       100 მგ
ვიტამინი B1 ნიტრატი —————————————-      1,20 მგ
ვიტამინი B2 ——————————————————–  1,60 მგ
ნიაცინამიდი ——————————————————- 10 მგ
ბიოტინი ————————————————————- 0,01 მგ
L-ცისტინი ———————————————————- 30 მგ
ვიტამინი B6 ჰიდროქლორიდი —————————– 1,20 მგ
ვიტამინი B12 ციანო კომპლექსი ————————– 0,002 მგ
კალციუმის D-პანთოტენატი ——————————– 3,00 მგ
ვიტამინი C —————————————————— 75,00 მგ
ვიტამინი D3 ——————————————————— 50 მე
ვიტამინი E ——————————————————- 9,00 მგ
რკინის (II) ფუმარატი —————————————— 20,00 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი, არაბიკ გუმი, ცელულოზას ფტალატის აცეტატი, E172, გლუკოზის სიროფი, ინდიგოტინი, სიმინდის კრახმალი, კარნაუბას ცვილი, აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებების თვისებებით.
რეტინოლი (ვიტამინი A) უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობას, ინარჩუნებს ეპითელიალური უჯრედების მთლიანობას, არეგულირებს ადამიანის ნორმალურ ზრდას.
ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A) ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციის მიმართ და თავისი ანტიოქსიდაციური ფუნქციის წყალობით ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს.
ტოკოფეროლი (ვიტამინი E) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, გააჩნია ანტიოქსიდაციური მოქმედება, ხელს უწყობს ცილებისა და ცხიმების შეთვისებას, მოქმედებს სასქესო და სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ამცირებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას გარემო ფაქტორების მიმართ და ინფექციების მიმართ, დადებითად მოქმედებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის ფუნქციაზე, ხელს უწყობს რკინის შეთვისებას და სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.
თიამინი (ვიტამინი B1) თამაშობს მთავარ როლს ნახშირწყლოვან ცვლაში, აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონიერებისთვის.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) მნიშვნელოვანი კატალიზატორია ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, მონაწილეობს ცენტრალური ნერვული სისიტემის რეგულაციაში.
კალციუმის პანთოტენატი (ვიტამინი B5) თამაშობს მთავარ როლს ცილებისა და ცხიმების აცეტილირებისა და ჟანგვით პროცესებში, აუმჯობესებს ნერვული სისტემის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ცილოვან ცვლაში და ნეირომედიატორების სინთეზში.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ნორმალური სისხლის მიმოქცევისათვის, მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში.
ნიაცინამიდი (ვიტამინი PP) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ცილოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში.
რკინა, რომელიც პრეპარატის შემადგენლობაშია წარმოადგენს ჰემოგლობინის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს ერითროპოეზში.

ჩვენებები
ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა. მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს ვიტამინებზე მომატებული მოთხოვნილებით, მათ შორის გამოჯანმრთელების პროცესში გადატანილი დაავადებების შემდეგ. ანტიბიოტიკი და ქიმიოთერაპია, არასაკმარისი კვება (დიეტა, შიმშილობა), ხანგრძლივი გადატვირთვისას და გადაძაბვისას

მიღების წესი და დოზები
ინიშნება 1 დრაჟე 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს პერორარულად

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე. A და D ვიტამინის ჰიპერდოზირება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის დოზა დადგენილია ორგანიზმის მიერ ვიტამინების სადღეღამისო მოთხოვნილების შესაბამისად, თუმცა პრეპარატი შეიცავს რკინას, რომელმაც დიდ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს დამაზიანებელი მოქმედება

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი:  Merz Pharma,  გერმანია

გამოშვების ფორმა: სპეციალური დრაჟე – # 60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება