ფუზობაქტერია

ფუზობაქტერია (ლათ. Fusobacteriales)Fusobacteriia-ისკლასი. გრამუარყოფითი ანაერობული პოლიმორფული მიკროორგანიზმები. შედიან ადამიანის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში (სასუნთქი გზები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და სასქესო ორგანოების გზები). ფუზობაქტერიების ზოგიერთი სახეობები, პირობით-პათოგენურია და იმუნოდეფიციტის პირობებში იწვევს მეორად განგრენოზულ და ჩირქოვან-განგრენოზულ პროცესებს. ბავშვებში ანგინის, ჰერპესული სტომატიტის, ჰიპოტროფიისას, იმუნოდეფიციტის პირობებში, ვითარდება ფუზოსპიროქეტოზი – ნუშურა ჯირკვლებზე, პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე ნეკროზულ-ანთებითი პროცესი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.