მეტსიმი წვეთები / METSIM DROPS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სიმეთიკონი/simethicone

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება.

ათქ კლასიფიკაციის კოდი A03AX

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წვეთები: საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ. ყოველი 1 მლ არის 27-28 წვეთის ექვივალენტური.
1 ფლ
სიმეთიკონი……………………………………………….2 გ
კონსერვანტი: ნატრიუმის ბენზოატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი.
დამატკბობელი: ნატრიუმის საქარინი.
საღებავი ნივთიერება: წითელი საღებავი 4R (E124).
არომატიზატორი: ვანილინი, ჟოლოს ესენცია.

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი

ფარმაკოლოგიური თვისებები
მეტსიმის აქტიური ინგრედიენტი არის სიმეთიკონი, რომელსაც ასევე ეწოდება “აქტივირებული დიმეთიკონი”. მეტსიმის წვეთებს გააჩნია ქაფის მომხსნელი მოქმედება, რაც ხელს უწყობს მეტეორიზმის მოხსნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი ლორწოთი დაფარული აირის დაშლისა და მისი წარმოქმნის პრევენციის გზით.

ფარმაკოკინეტიკა
მეტსიმის წვეთები მოქმედებს კუჭსა და ნაწლავებში, ცვლის აირის ბუშტების ზედაპირის დაძაბულობას, რაც მათი ერთად დაგროვების საშუალებას იძლევა, რის შედეგადაც ადგილი აქვს აირის უფრო იოლად გამოთავისუფლებას და ელიმინაციას ბოყინის ან აირის გამოყოფის გზით. მეტსიმი არის ფიზიოლოგიურად ინერტული და არ არსებობს მონაცემები მისი ტოქსიკურობის შესახებ. პერორალური მიღების შემდეგ, სიმეთიკონი უცვლელად გამოიყოფა განავალში.

ჩვენებები
მეტსიმის წვეთები გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დაგროვილი ჭარბი აირების არსებობით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად. იგი არის მეტეორიზმის საწინააღმდეგო ძლიერი საშუალება და უპირველესი პრეპარატი აირის დაგროვების სამკურნალოდ ძუძუთი კვებაზე ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ახალშობილებისა და ჩვილებისათვის.

დოზირების რეჟიმი
ახალშობილები და ჩვილები 2 წლამდე: 8 წვეთი დღეში 4-ჯერ (20 მგ).
ბავშვები 2 წლის ასაკიდან: 15 წვეთი დღეში 4-ჯერ (40 მგ) ჭამის შემდეგ და ძილის წინ.
დოზის შერევა შეიძლება წყალთან ან სხვა სათანადო სითხესთან.
ყოველი მიღების წინ ბოთლი უნდა შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები
მეტსიმის წვეთების გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

უკუჩვენებები
ვინაიდან მეტსიმის წვეთები ფიზიოლოგიურად ინერტულია, მას უკუჩვენება არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, მისი გამოყენება დაუშვებელია პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სუბსტანციის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია
B კატეგორიის პრეპარატი.
ვინაიდან არ არსებობს საკმარისი კონტროლირებული გამოკვლევები ადამიანებში, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სარგებლისა და ზიანის კოეფიციენტის გათვალისწინებით.

განსაკუთრებული მითითებები
სიმეთიკონი არ არის ტოქსიკური და მისი გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ არ არის ცნობილი.
ეფექტები ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე: მონაცემები ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე სიმეთიკონით გამოწვეული ეფექტების შესახებ არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 4 წელი.
მწარმოებელი: Bilim Pharmaceuticals, თურქეთი
გამოშვების ფორმა: 2 გ 30 მლ წვეთები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება