როზამეტი – ROSAMET

როზამეტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ როზამეტი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქედი ნივთიერება): მეტრონიდაზოლი/METRONIDAZOLE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება, ნიტროიმიდაზოლის წარმოებული.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო 1%: ტუბში 25 გ
1 გ
მეტრონიდაზოლი……..  10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი გამოიყენება დერმატოლოგიაში. იგი არღვევს დნმ-ს სინთეზს და ახდენს ნუკლეინის მჟავების წარმოქმნის ინჰიბირებას. პრეპარატი ზემოქმედებას ახდენს მრავალ ანაერობულ ბაქტერიასა და უმარტივესებზე, რის შედეგადაც უზრუნველყოფს ეფექტურ და მიმართულ თერაპიას.

ჩვენებები:
რეკომენდებულია ადგილობრივი გამოყენებისათვის ანთებადი პაპულების, პუსტულების და ერითემის სამკურნალოდ (acnae rozacea,acnae vulgaris).

მიღების წესი და დოზირება:
მალამო დაიტანება თხელი ფენის სახით 1-2-ჯერ დღე-ღამეში კანის თბილი წყლით ან გვირილის ნახარშით დაბანის შემდეგ;
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 1-2 თვის განმავლობაში. კლინიკური გაუმჯობესება მოსალოდნელია მკურნალობის პირველი სამი კვირის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად გარდამავალი სიწითლე, კანის უმნიშვნელო სიმშრალე, ქავილი და დაჭიმულობის შეგრძნება ადგილობრივად. სისტემური გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მოხმარების შემდეგ არ დაუშვათ კონტაქტი თვალის ლორწოვანთან, კანი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არსებობს თეორიული შესაძლებლობა პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერებისა.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: JADRAN, ხორვატია

გაფრთხილება