ტრიხოპოლი ამპულები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მეტრონიდაზოლი/METRONIDAZOLE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება, ნიტროიმიდაზოლის წარმოებული.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი ინტრავენური გამოყენებისათვის 0.5%:ამპულაში 20 მლ
1 ამპ.
მეტრონიდაზოლი ……….. 100 მგ
ხსნარი ინტრავენური გამოყენებისათვის 0.5%:
ფლაკოში 100 მლ
1 ფლ.
მეტრონიდაზოლი…….    500 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეტრონიდაზოლი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიპროტოზულ, ანტიბაქტერიულ საშუალებას. პრეპარატი იჩენს მაღალ აქტივობას: Trichomonas vaginalis, Lamblia intestinalis, Entamoeba histolitica და Giardia intestinalis. აგრეთვე ობლიგატორული ანაერობების (სპოროვანი და არასპოროვანი ფორმების) Bacteroides spp,( B. fragilis, B. distasonis, B. ovatus, B. thetaiotaomicron, B. vulgatus) Fubacterium spp.,Clostridium; Peptococcus spp, Peptostreptococcus spp., Eubacterium მგრძნობიარე შტამების მიმართ.
მეტრონიდაზოლის მიმართ არ არიან მგრძნობიარენი აერობული მიკროორგანიზმები და ფაკულტატური: ანაერობები, მაგრამ შერეული ფლორის შემთხვევაში (აერობები და ანაერობები) მეტრონიდაზოლი სინერგისტულად მოქმედებს იმ ანტიბიოტიკებთან ერთად, რომლებიც ეფექტურნი არიან ჩვეულებრივი აერობების მიმართ.
მეტრონიდაზოლის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს შემდეგში: ანაერობული მიკროორგანიზმების სატრანსპორტო პროტეინებით ხდება მეტრონიდაზოლის 5-ნიტროჯგუფის ბიოქიმიური აღდგენა. აღდგენილი მეტრონიდაზოლის 5-ნიტროჯგუფი ზემოქმედებს მიკროორგანიზმის უჯრედის დნმ-ზე, ხდება ნუკლეინის მჟავას სინთეზის ინჰიბირება, რაც იწვევს ბაქტერიის სიკვდილს.

ფარმაკოკინეტიკა:
500 მგ მეტრონიდაზოლის ინტრავენური მიღებისას 20 წთ-ის განმავლობაში ანაერობული ინფექციის მქონე ავადმყოფებში 1 სთ-ის შემდეგ კონცენტრაცია შეადგენდა 35.2 მკგ/მლ, 4 სთ-ის შემდეგ – 33.9 მკგ/მლ, 8 სთ-ის შემდეგ – 25.7 მკგ,მლ.
პრეპარატი გამოირჩევა მაღალი შეღწევადობის უნარით, აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას უმრავლეს ქსოვილებსა და ორგანიზმის სითხეებში, ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, კანში, ზურგის ტვინის სითხეში, ტვინში, ნაღველში, ნერწყვში, ამნიონურ სითხეში, აბსცესების ღრუში, ვაგინალურ სეკრეტში, სათესლე ჯირკვლის სითხეში, დედის რძეში.
სისხლის ცილებთან ბმა სუსტია და არ აღემატება 10-20%-ს.
ნორმალური ნაღველწარმოქმნის პირობებში მეტრონიდაზოლის კონცენტრაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს სისხლის პლაზმაში არსებულ კონცენტრაციას.
მეტრონიდაზოლის გამოყოფა ხორციელდება თირკმელებით – 63% (დოზის 20% გამოიყოფა შეუცვლელი ფორმით) მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-7 სთ-ს. თირკმლის კლირენსი შეადგენს 10.2 მლ/წთ-ში. თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფებში მეტრონიზადოლის განმეორებითი შეყვანისას  შეიძლება ადგილი ჰქონდეს პრეპარატის კუმულაციას სისხლის შრატში. ამიტომ თირკმლის პათოლოგიის მქონე ავადმყოფებში მეტრონიდაზოლის მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს.

ჩვენებები:
მეტრონიდაზოლი ნაჩვენებია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექცების სამკურნალოდ:
ანაეროული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისას;
შერეული მძიმე აერობულ-ანაერობული ინფექციების კომბინირებული თერაპია;
ნაწლავისა და ღვიძლის ამებიაზის მძიმე ფორმა;
სეფსისი;
პერიტონიტი;
ოსტეომიელიტი;
გინეკოლოგიური ინფექციები;
მცირე მენჯისა და თავის ტვინის აბსცესები;
აბსცესირებადი პნევმონია;
აიროვანი განგრენა;
კანის, რბილი ქსოვილების, ძვლისა და სახსრების ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:
მეტრონიდაზოლის ინტრავენური მიღება ნაჩვენებია მძიმე ინფექციებისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა პრეპარატის პერორალური მიღება შეუძლებელია.
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ერთჯერადი დოზა შეადგენს 500 მგ, ინტრავენური უწყვეტი ან წვეთოვანი შეყვანის სიჩქარე შეადგენს 5 მლ-ს წუთში.
მიღებებს შორის დრო 8 სთ, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად. მაქსიმალური დღიური დოზაა არა უმეტეს 4 გ.
ჩვენებების მიხედვით ინფექციის ხასიათზე დამოკიდებულებით, შესაძლოა შემანარჩუნებელ თერაპიაზე გადასვლა პერორალური ფორმის ჩანაცვლებით.
12 წლამდე ასაკის მქონე ბავშვებში მეტრონიდაზოლი ინიშნება 7.5 მგ/კგ სხეულის წონაზე გაანგარიშებით  3-ჯერ დღეში, 5 მლ წუთში სიჩქარით.
12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში მცირე მენჯის ღრუსა და შარდ-სასქესო სისტემის ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკისათვის გეგმიური ოპერაციის წინ ინიშნება 500-1000 მგ ოპერაციის დღეს. მეორე დღეს 1500 მგ დღეში (ყოველ 8 სთ-ში ერთხელ 500 მგ ერთჯერადი დოზა). 1-2 დღის შემდეგ გადადიან შემანარჩუნებელ თერაპიაზე პერორალური ფორმით.
თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების შემთხვევაში (კლირენსი 30 მლ/წთ-ში)  ან ღვიძლის პათოლოგიების დროს მეტრონიდაზოლის დღიური დოზა შეადგენს 1000 მგ (მიღება 2-ჯერ დღეში).

გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, უმადობა, პირში არასასიამოვნო ლითონის გემო, ეპიგასტრალური ტკივილები.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, მომატებული აღგზნებადობა, დეპრესია, ძილის დარღვევა, სისუსტე, ცალკეულ შემთხვეებში, ცნობიერების დარღვევა, ჰალუცინაცია, კრუნჩხვა.
ნერვული სისტემის მხრივ: საშარდე მილში წვის შეგრძნება, ვაგინალურ ღრუში სოკოვანი ფლორის მოჭარბებული განვითარება (კანდიდოზი.)
დერმატოლოგიური
რეაქცია: ალერგიული რეაქცია, კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ცხელება.
ძვალსახსროვანი აპარატის მხრივ: ართრალგია.
სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, მეტრონიდაზოლის მიღების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს შარდის მოწითალო-მოყავისფრო შეფერვას.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის ან 5-ნიტრომიდაზოლის სხვა ნაწარმების მიმართ;
* ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
* ცნს-ის ორგანული დაზიანება;
* სისხლის დაავადება;
* ორსულობის II – III ტრიმესტრი მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებისას;
* მეძუძურ დედებში მხოლოდ ძუძუთი კვების შეწყვეტის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:
♦  მეტრონიდაზოლი ინიშნება სიფრთხილით ღვიძლის და თირკმლის პათოლოგიების დროს.
♦ მეტრონიდაზოლით მკურნალობისას არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, რადგან, მეტრონიდაზოლი იწვევს სპირტიანი სასმელების მიმართ აუტანლობას.
♦ ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში მიზანშეწონილია პერიფერიული სისხლის კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– მეტრონიდაზოლის სხვა პრეპარატებთან ერთდროული ინტრავენური -შეყვანა არაა რეკომენდებული!
– მეტრონიდაზოლის ინექციისას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის მკვეთრად გამოხატული. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღებისას.
– ვარფარინი და სხვა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები. მეტრონიდაზოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, რაც ზრდის პროთრომბინის წარმოქმნის დროს.
– დისულფირამი (ესპერალი) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომები. ამიტომ ავადმყოფებში, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდენ დისულფირამს, არა მიზანშეწონილი მეტრონიდაზოლის დანიშვნა.
– ციმეტიდინი იწვევს მეტრონიდაზოლის ინჰიბირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში და გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
– ფენობარბიტალის ან ფენიტოინის მეტრონიდაზოლთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება დააჩქაროს ელიმინაციის პროცესი, რაც შეამცირებს მეტრონიდაზოლის კონცენტრაციას სისხლში.
– ლითიუმის პრეპარატების დიდი დოზებით  ხანგრძლივი მკურნალობისას მეტრონიდაზოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის ზრდა და ინტოქსიკაცია.
– მეტრონიდაზოლის ანტიმიკრობული მოქმედება ძლიერდება ანტიბიოტიკებთან და სულფანილადებთან მისი კომბინაციაში მიღებისას.

შენახვის პირობებიპრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობებიპრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: POLPHARMA, პოლონეთი

გაფრთხილება