მიდრიაცილი – MYDRIACYL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტროპიკამიდი/TROPICAMIDE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მ-ქოლინოლიზური ანტიქოლინერგული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 0.5%: ფლაკონში 15 მლ დროპ-ტეინერის საწვეთურით.
1 მლ.
ტროპიკამიდი………………5 მგ
თვალის წვეთები 1%: ფლაკონში 15 მლ.
დროპ-ტეინერის საწვეთურით.
1 მლ
ტროპიკამიდი………….  10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მიეკუთვნება ატროპინის ჯგუფის პრეპარატებს. ხასიათდება მიდრიაზულ-ციკლოპლეგიური მოქმედებით. გუგის მაქსიმალური გაფართოვება აღინიშნება ინსტილაციის დაწყებიდან 20-25 წუთში.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება დიაგნოსტიკური მიზნით, როდესაც საჭიროა მიდრიაზის გამოწვევა და ციკლოპლეგია.
0.5%-იანი ხსნარი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მხოლოდ მიდრიაზის განვითარება,
ხოლო ციკლოპლეგიისათვის აუცილებელია 1%-იანი ხსნარის გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება:
რეფრაქციის გამოსაკვლევად საჭიროა 1%-იანი ხსნარის 1 ან 2 წვეთის ჩაწვეთება. ამის შემდეგ ჩაწვეთება უნდა განმეორდეს 5 წუთის შემდეგ. ეფექტის პროლონგირებისათვის შესაძლებელია პრეპარტის კიდევ ერთი წვეთის დამატება.
თვალის ფსკერის გამოსაკვლევად, მის დათვალიერებამდე 15-20 წუთით ადრე საკმარისია 0.5% ხსნარის 1-2 წვეთის ჩაწვეთება.

გვერდითი მოვლენები:
ჩაწვეთებისას შეიძლება აღინიშნოს თვალის გარდამავალი წვა.

უკუჩვენებები:
* დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

განსაკუთრებული მითითებები:
* არ გამოიყენება ინექციისათვის.
* მიდრიაცილი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მიდრიაზული საშუალება სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თვალშიდა წნევის მომატების დროს, ან კიდევ თვალის ვიწრო წინა კამერის მქონე პაციენტებში.
* თუ აუცილებელია პროლონგირებული ციკლოპლეგიური მოქმედება, რეკომენდებულია პრეპარატის მხოლოდ ერთი წვეთის დამატება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

გაფრთხილება