მიელოიკ 600 / Mieloik 600

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ანტიოქსიდანტი, მეტაბოლური დარღვევების კორექტორი

შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
α-ლიპოის მჟავა 600 მგ; L-კარნიტინ ტარტრატი 65 მგ; რიბოფლავინი 0,7 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია ანტიოქსიდაციური და ანტიაციდოზური მოქმედება, უზრუნველყოფს ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის ოპტიმალურ მიმდინარეობას, განსაკუთრებით იშემიის პირობებში; ახდენს ჰიპოლიპიდემიურ და ჰიპოქოლესტერინემიულ მოქმედებას _ თრგუნავს ლიპოლიზის პროცესებს, სისხლში აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს. ავლენს ანგიო-, ნეირო- და ჰეპატოპროტექციულ ეფექტებს; აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს, ახდენს ინსულინრეზისტენტობის აღმოფხვრას. ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, აუმჯობესებს თვალის ბროლში მეტაბოლურ პროცესებს, ამცირებს თვალში დაღლილობის შეგრძნებას და დიდ როლს ასრულებს რეტინოპათიების მკურნალობასა და კატარაქტის პროფილაქტიკაში;

ჩვენებები:
_ მწვავე და ქრონიკული პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური, ინფექციური, ტრავმული, კომპრესიული)
_ ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა, დიაბეტური რეტინოპათია, ნეფროპათია
_ მეტაბოლური სინდრომი (სიმსუქნე, ინსულინრეზისტენტობა)
_ სხვადასხვა ლოკალიზაციის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, ქოლესტერინული ცვლის დარღვევა, ათეროგენული დისლიპიდემია
_ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლილობა
_ ტრავმის, ინსულტის და ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია
_ ქრონიკული ჰეპატიტი
_ ღვიძლის ციროზი

მიღების წესი:
რეკომენდებულია დღეში 1 – 3 ტაბლეტის მიღება; სასურველია ძირითადი საკვების მიღებამდე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ოპტიმალური შედეგისთვის გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები.

შეფუთვა: ტაბლეტი #30

გაფრთხილება:
მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების მოქმედებას, შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას 25ºჩ ტემპერატურამდე. გამოიყენეთ კოლოფზე მითითებულ ვადამდე, შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

მწარმოებელი: DIFASS S.A, იტალია
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება