მიზოლენი – MIZOLLEN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მიზოლასტინი/MIZOLASTINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H1-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტი; ანტიალერგიული საშუალება:

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 15 და 30 ც.
1 ტაბ.
მიზოლასტინი……….  10 მგ

მიღების წესი და დოზირება:
ალერგიული კონიუნქტივიტი, რინიტი, ჭინჭრის ციება – 10მგ 1–ჯერ დღეში (მოზარდებში და 12 წელზე ასაკის უფროს ბავშვებში).

უკუჩვენებები და სიფრთხილე:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ორსულობა, ლაქტაცია. გულის სერიოზული დაავდებები: არითმია, ბრადიკარდია, ეკგ–ზე QT–ინტერვალის გახანგრძლივება. იმ პრეპარატებთან ერთდროული მიღება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT–ინტერვალს. ბრონქული ასთმა, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ელექტროლიტების დისბალანსი
სფრთხილეა საჭირო ღვიძლის დაავადებისას და ხანდაზმულებში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების არსებობისას.

გვერდითი ეფექტები:
ძილიანობა, არითმია, QT–ინტერვალის გახანგრძლივება, კუჭ–ნაწლავის მხრიდან წამოსული სიმპტომატიკა, ჰიპოტენზია.

მწარმოებელი: SYNTHELABO GROUPE

გაფრთხილება