მიკოდერმის სპრეი / Mycoderm Spray

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

მოქმედი ნივთიერება: ალფა-ტუიონი

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

გამოშვების ფორმა: სპრეი 30მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

წამლის ფორმა
სპრეი

შეფუთვა
30მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით მუყაოს ყუთში

ჩვენებები
ადიუვანტური სამკურნალო საშუალება კანის ზედაპირის სოკოვანი ინფექციებისთვის, ლიქენი

შემადგენლობა:
Artemisia sieberi -ის ეთერზეთი
მოქმედი ნივთიერება
ალფა-ტუიონი

ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმი
არტემიზიას ეთერზეთს აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო  თვისებები.
ლაბორატორიულად, არტემიზიას ეთერზეთი ავლენს სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს. მაგალითად, მისი მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (MIC) ლიქენის წინააღმდეგ წარმოდგენილია 1: 1280 შეფარდებით. ერთ-ერთი ანგარიშის შედეგებზე დაყრდნობით ონიქომიკოზით დაავადებული პაციენტი, რომელიც ვერ იღებდა გრიზეოფულვინს ღვიძლის პრობლემების გამო, არტემიზიას ლოსიონით 14 კვირიანი მკურნალობის შემდეგ განიკურნა.

დოზირება და მიღების წესი
დამოკიდებულია ინფექციის უბანზე, 2 ჯერ დღეში,მაქსიმუმ 4 შესხურება ყოველ ჯერზე. მკურნალობის კურსი 2-4 კვირა, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

უკუჩვენებები
• ორსულობა,
• ლაქტაცია,
• ბავშვები 15 წლამდე
• პაციენტები რომელთაც აღენიშნებათ კრუნჩხვები
• პროდუქტში შემავალ რომელიმე კომპონენტზე მწვავე ალერგიული რეაქციის არსებობა

გვერდითი მოვლენები
• რეკომენდირებული რაოდენობით და სწორად გამოყენების შემთხვევაში არანაირი უარყოფითი ეფექტი არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
• სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება არ არის დაშვებული.

დამატებითი შენიშვნები
• სხვა მედიკამენტების მსგავსად  მიკოდერმის სპრეი შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას.
• მოერიდეთ შესხურებას ღია ჭრილობაზე და ლორწოვან გარსზე
• სანამ გამოიყენებთ მიკოდერმს, აგრეთვე 15 დღეზე მეტი გამოყენების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• შეინახეთ 15-30oC ტემპერატურზე,  სინათლისაგან მოშორებულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

გაფრთხილება