ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: კრემი გარე გამოყენებისთვის
1 გ
კრემი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ბიფონაზოლი…………… 0,01 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზილის სპირტი,
ცეტოსტეარილის სპირტი,
ცეტილპალმიტატი, ოქტილდოდეკანოლი, პოლისორბატი 60, გასუფთავებული წყალი, სორბიტოლის სტეარატი.
აღწერილობა: ჰომოგენური კრემი თეთრი ფერის.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება:
ბიფონაზოლი, მიკოსპორი® – ს ხსნარის აქტიური ნივთიერება, არის იმიდაზოლის ნაწარმი და აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი.
პრეპარატი აქტიურია დერმატოფიტების, საფუარისებრი, ობის და სხვა სოკოების მიმართ, ისეთების, როგორც Malassezia furfur. მიკოსპორი® აგრეთვე ეფექტურია Corynebacterium minutissimum-ის წინააღმდეგ.
მიკოსპორი® ორ სხვადასხვა ეტაპზე თრგუნავს ერგოსტერინის სინთეზს, რომელიც შედის სოკოს უჯრედის კედლის შემადგენლობაში, რაც მისი სტრუქტურისა და თვისებების ცვლილებებს იწვევს.
ჩვენება:
კანის დაზიანებების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტების, საფუარისებრი და ობის სოკოების, აგრეთვე Malassezia furfur და Corynebacterium minutissimum-ის მიერ.
• ტერფის მიკოზები;
• გლუვი კანის დერმატომიკოზი;
• Dermatomycosis (ნაფოტისებრი სირსველი);
• კანის ზედაპირული კანდიდოზი;
• ერითრაზმა.
უკუჩვენება:
* ჰიპერმგრძნობელობა ბიფონაზოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
გამოყენებაორსულობისადალაქტაციისპერიოდში:
გამოკვლევების მონაცემები აჩვენებენ, რომ ბიფონაზოლი არანაირ უარყოფით მოქმედებას არ ავლენს დედისა და ნაყოფის ორგანიზმზე. თუმცა ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ დროს, როდესაც სავარაუდო სარგებლობა დედისათვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ბავშვის ან ნაყოფის მიმართ. ლაქტაციის პერიოდში საჭიროა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
გვერდითიეფექტები:
ხშირად აღინიშნება კანის რეაქციები გაღიზიანების, ქავილის, გაწითლების, მაცერაციის და აქერცვლის სახით. იშვიათად შესაძლებელია ალერგიული დერმატიტის განვითარება. ეს გვერდითი ეფექტები შექცევადია და ქრებიან თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
მიღებისწესიდადოზირება:
მიკოსპორი® გამოიყენება დღეში ერთხელ, ძილის წინ. კრემს თხელ ფენად ისვამენ კანის დაზიანებულ ადგილზე და გულმოდგინედ შეიზელენ. დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღწევად მკურნალობა უნდა იყოს უწყვეტი და გაგრძელდეს შემდეგი რეკომენდირებული პერიოდების განმავლობაში:
• ტერფის მიკოზები: 3 კვირა
• გლუვი კანის დერმატომიკოზი: 2-3 კვირა
• Dermatomycosis (ნაფოტისებრი სირსველი), ერითრაზმა: 2 კვირა
• კანის ზედაპირული კანდიდოზი: 2-4 კვირა
ერთჯერადი დოზა შეადგენს 1 სმ სიმაღლის კრემს კანის ზედაპირის ხელისგულის ზომის ფართობზე გათვლით. დოზატორის გამოყენებისას კრემის ეს რაოდენობა გამოიყოფა მის თავზე ერთჯერადი დაჭერის შედეგად.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან:
მიკოსპორი® -ს გამოყენება ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესაძლებელია, რადგან ურთიერთქმედების არანაირი რეაქცია არ არის აღმოჩენილი.
გამოშვებისფორმა:
ტუბებში – თითოეული 15 გ, 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეკვრაში.