მიკოტა – MYCOTA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): უნდეცინის მჟავა+უნდეცინის მჟავას ცინკის
მარილი/UNDECYLENIC ACID; UNDECYLENIC ACID ZINC SALT

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი: ტუბში 25 გ
1 გ
უნდეცინის მჟავა………………………………… 50 მგ
უნდეცინის მჟავას
ცინკის მარილი………     200 მგ
ფხვნილი: პოლიეთილენის ქილაში 70 გ
1 გ
უნდეცინის მჟავა       ……………………….     50 მგ
უნდეცინის მჟავას
ცინკის მარილი………..   200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: მიკოტას გააჩნია ანტიფუნგალური და ანტიბაქტერიული მოქმედება.

ჩვენებები:

  • სპორტსმენის ტერფის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • ფეხების ქავილი;
  • ინფექციური ეგზემის, ნეიროდერმიტის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

მიკოტას კრემი დაიტანება კარგად გამშრალებულ, დაზიანებულ არეში დღეში 2-ჯერ. ასევე კრემის მცირე ნაწილი დაიტანება ტერფის თითებს შორის. ფხვნილი მოიფრქვევა დაზიანებული კანის ნაწილზე და წინდებში. სასურველია მიკოტას კრემის და ფხვნილის მოხმარება კომბინაციაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების ალაგებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენებიიშვიათად – კანის გაღიზიანება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

უსაფრთხოება ფეხმძიმობისას და ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

* მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის;

* მოერიდეთ თვალებში და ღია ჭრილობაზე კონტაქტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: Thornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება