მიკოტრანი ვაგინალური სანთელი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შეფუთვაში მოთავსებულია ერთი სანთელი თავისი სათითურით.
ერთი სანთელი შეიცავს
მიკონაზოლის ნიტრატი…………… 1200 მგ .

ფარმაკოლოგიური თავისებურებები:
ვაგინალური სანთელი მიკოტრანი შეიცავს ფართო სპექტრის ანტიფუნგინალურ პრეპარატს– მიკონაზოლის ნიტრატს, რომელიც მიეკუთვნება იმიდაზოლის წარმოებულს. მიკონაზოლის ნიტრატი მოქმედებს პათოგენურ სოკოებსა და საფუარებზე, მათ შორის Candida albicans-ზე. მის მიმართ ასევე მგრძნობიარეა ზოგიერთ გრამდადებითი ბაქტერია, მათ შორის Aspergillus spp, Cryptococcus neofarmans, სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები.

ფარმაკოკინეტიკა:
ვაგინური სანთლის ერთჯერადი დოზის – 1200 მგ. გამოყენების შემდეგ,  სისხლის პლაზმაში მისი, საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 10.4 μგ/ლ, ხოლო ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 56.8 სთ. პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია- (დროის მონაკვეთში მრუდის ქვეშ ფართობი) – 967 μგ/ლ სთ. ინტრავაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი სისხლში შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (1.4 % მიღებული დოზიდან)

ჩვენება:
გამოიყენება ერთჯერადად ვულვოვაგინალური კანდიდოზისა და შერეული ინფექციების  დროს, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი ბაქტერიებით (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, მიკოკოკები, რომელნიც იწვევენ მეორად დაინფიცირებას)

უკუჩვენება:
* პრეპარატი არ გამოიყენება მიკონაზოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

უსაფრთხოების ზომები:
პრეპარატი გამოიყენება მიკროსკოპულად დადასტურებული კანდიდოზის დროს. მიკოტრანის სანთელი არ უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეპტიულ მექანიკურ საშუალებებთან ერთად და ორსულობის I ტრიმესტრში, თუ მკურნალი ექიმი არ თვლის საჭიროდ მისი გამოყენების აუცილებლობას.

გვერდითი ეფექტები:
შეიძლება აღინიშნოს: ქავილი (2-6%), კრუნჩხვები მენჯის არეში (2%) თავის ტკივილი (1.3%) იშვიათად კანის ალერგიული რეაქციები (0.5%-ზე ნაკლები).

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ვაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (1.4% მიღებული დოზიდან), რის გამოც სხვა პრეპარატებთან მის ურთიერთქმედებას არა აქვს ადგილი.

მიღების წესი და დოზირება:
მიკოტრანი– გამოიყენება ერთჯერადად ვულვოვაგინალური კანდიდოზის დროს.
ვაგინალური სანთელი ინიშნება მხოლოდ ერთხელ, ძილის წინ, რომელიც შეჰყავთ ღრმად საშოში დამხმარე სათითურით. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა მეორდება 3 დღის შემდეგ.
მიკოტრანი – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მიკოტრანი – არ გამოიყენება ბავშვებში, მოზარდებში, შიგნით და სხვა გზებით მისაღებად.

დოზის გადაჭარბება:
მიკოტრანის ჰიპერდოზირება არ დაფიქსირებულა.
პრეპარატის შეცდომით შიგნით მიღების შემთხვევაში საჭიროა ხელოვნურად ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა.
ანტიდოტი არ მოიპოვება, ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის პირობები:
მიკოტრანი ინახება ოთახის (25ºC) ტემპერატურაზე,შეფუთული, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

გაცემის წესი: რეცეპტით.
მწარმოებელი: EMBIL ILAC SANAYI, თურქეთი.

გაფრთხილება