მიოფიტი / MIOFIT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების ანალგეზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 40 მლ.

შემადგენლობა: დისტილირებული წყალი, სპირტი-დენატურატი, მენთოლი, ცეტეარილის სპირტი, გლიცერინი, მინდვრის პიტნა, ცეტილპალმიტატი, გლიცერილსტეარატის ციტრატი, კაპრილის/კაპრინის ტრიგლიცერიდები, სამკურნალო როზმარინი, არნიკა, კოჭა, ტოკოფერილის აცეტატი, ოქტილდოდეკანოლი, კარბომერი, ნატრიუმის გლუკონატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის დეჰიდროაცეტატი, ლიმონენი, ლინალოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კუნთებსა და სახსრებში მწვავე ტკივილის შემამსუბუქებელ სამკურნალო საშუალება.
მიოფიტს აქვს სისხლძარღვთა შემავიწროვებელი ეფექტი და განაპირობებს ტკივილის სწრაფ, ეფექტურ და ხანგრძლივ შემსუბუქებას.

ჩვენებები
მიოფიტი გამოიყენება შემდეგი ტიპის ტკივილის შემთხვევაში:
– კუნთოვანი ტკივილი: კუნთების დაჭიმვა და შეშუპება, სასახსრე მყესების დაჭიმვა, დილის შებოჭილობა, კუნთოვანი სპაზმები, სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება ფეხებში, ფიზიკური დატვირთვის და ვარჯიშის შემდგომი კუნთების ტკივილი;
– სახსროვანი ტკივილი: ტერფის, მუხლის, მენჯის, მაჯის, იდაყვის, მხრის სახრის ტკივილები, კისრისა და ზურგის ტკივილი.

დოზირების რეჟიმი
ბავშვებსა და მოზრდილებში გამოყენების ინსტრუქცია
ბავშვებში 3 წლიდან და მოზრდილებში: გამოვდევნოთ კრემის მცირე პორცია ტუბიდან, დავიტანოთ ლოკალურად დაუზიანებელ კანზე და შევაზილოთ დაზიანებულ ადგილას 1-3-ჯერ დღეში. უკეთესი შედეგები გამოხატულია კრემის ცხელი აბაზანის მიღებამდე ან მის შემდეგ გამოყენებისას. გამოყენების შემდეგ სასურველია ხელების დაბანა ცივი წყლით და საპნით. მოვერიდოთ თვალში მოხვედრას. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის კომპონენტებზე შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია. ალერგიული რეაქციის გამოვლენისას შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კრემი ტუბში 40 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება