მირამისტინი-დარნიცა MIRAMYSTIN-DARNITSA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მირამისტინი/MIRAMYSTIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო 0.5%: ტუბში 15 გ
1 გ
მირამისტინი…………       5 მგ
ტრილონი……………       5 მგ
დამხმარე ნივთიერება: ჰიდროფილური წყალში ხსნადი ფუძე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მირამისტინის მალამო ახორციელებს ანტიბაქტერიულ მოქმედებას გრამდადებით, გრამუარყოფით, აერობული და ანაერობული, სპორწარმომქმნელი და ასპოროგენული მიკროფლორაზე. მიკრობული ასოციაციის მონოკულტურის სახით, ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით. პრეპარატი უფრო ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიების (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვ.) მიმართ. მოქმედებს ასკომიცეტებზე Aspergillus და Penicillium, საფუარის სოკოები(Rhodotorula rubra, Torulopsis glabrata და ა.შ. და საფუარისებური  (Candida albicans, Candida tropicalis, Candida krusei და ა.შ.), დერმაფიტებზე (Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton schoenleini, Trichophyton violaceum, Epidermophyton Kaufman-Wolf, Epidermophyton floccosum, Microsporum gypseum, Microsporum canis და ა.შ.), ასევე სხვა პათოგენური სოკოებზე, (მაგ; Pityrosporum orbiculare) მონოკულტურისა და მიკრობული ასოციაციის სახით, რეზისტენტული ქომიოპრეპარატების მიმართ.
პრეპარატი ამცირებს მდგრადობას ბაქტერიების, სოკოსა და ანტიბიოტიკების მიმართ.
ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედების გამო მირამისტინის მალამო იცავს დამწვრობას და ჭრილობას ინფიცირებისაგან. ააქტივებს რეგენერაციის პროცესს. მას ახასიათებს გამოხატული ჰიპეროსმოლარული აქტივობა, რის გამოც კუპირებას უკეთებს ჭრილობის პერიფოკალურ ანთებას. შთანთქავს ჩირქოვან ექსუდატს და არჩევითად აუწყლოვნებს დანეკროზებულ ქსოვილს, რის შედეგადაც მალამო არ აზიანებს კანის გრანულაციის და სიცოცხლისუნარიან უჯრედებს. არ თრგუნავს ეპითელიზაციას, არ იწვევს ალერგიას და ადგილობრივ გაღიზიანებას.

ჩვენებები:
ქირურგიაში:
– I-ფაზაში სხვადასხვა ლოკალიზაციისა და გენეზის დაინფიცირებული ჭრილობის სამკურნალოდ (ქირურგიული დამუშავების შემდგომი ჩირქოვანი კერები, ნაწოლები, ტროფიკული წყლულები, ოპერაციის შემდგომი დაჩირქებული ჭრილობები, ფისტულია და სხვა.).
– ჭრილობის II-ფაზაში გრანულირებული ქსოვილის რეინფიცირების პროფილაქტიკის მიზნით.
კომბუსტოლოგიაში:
–  II და III ხარისხის ზედაპირული და ღრმა დამწვრობის დროს.
დერმატოლოგიაში:
– სტრეპტო და სტაფილოდერმიის, კანისა და ლორწოვანის კანდიდომიკოზის, ქუსლის მიკოზის და მსხვილი კანის ნაოჭების, ამავე დროს დისჰიდროტიკული გლუვი კანის გართულებული პიოდერმიის ფორმის, ონიხომიკოზის და კერატომიკოზის სამკურნალოდ.
– საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტრავმების დროს, ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.
– ფართო ანტიმიკრობული მოქმედების გამო პრეპარატი ინიშნება შერეული, ბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო ინფექციების დროს.განსაკუთრებით მკურნალობის საწყის პერიოდში დაავადების გამომწვევის იდენთიფიკაციამდე.

მიღების წესი და დოზირება:
მირამისტინის მალამო იხმარება ადგილობრივად.
– ჭრილობის ან დამწვრობის სტანდარტული დამუშავების შემდეგ პრეპარატი უშუალოდ ესმება დაზიანებულ ადგილზე, რის შემდეგაც დაზიანებული ადგილი იფარება სტერილური მარლით ან ბინტით.
– ასევე მალამო შეიძლება წაისვას ბინტზე ან მარლაზე და ისე დაედოს დაზიანებულ ადგილზე.
– პრეპარატით გაჟღენთილი მარლა შეიძლება ჩაიდოს ჭრილობაში ქირურგიული დამუშავების შემდეგ.
– ჩირქოვანი ჭრილობებისა და დამწვრობის პირველ ფაზაში პრეპარატი იხმარება დღეში ერთხელ. მეორე ფაზაში ერთხელ 1-3 დღის განმავლობაში ჭრილობის მდგომარეობის მიხედვით.
– დოზა განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ფართობისა და ჩირქოვანი ექსუდატის ხარისხის მიხედვით.

კურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დინამიკაში ჭრილობის გაწმენდასა და შეხორცებაზე.
– რბილ ქსოვილებში ღრმად ლოკალიზებული ინფექციების დროს მალამო იხმარება სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკებთან ერთად.
– დერმატოლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ მალამო იდება დაზიანებულ ადგილზე თხელ ფენად დღეში რამდენიმეჯერ.
– დერმატომიკოზების გავრცელებული ფორმების შემთხვევაში, კერძოდ რუბრომიკოზების დროს მალამო შეიძლება გამოყენებულ იქნას 5-6 კვირის განმავლობაში გრიზეოფულვინთან ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
– ფრჩხილის სოკოვანი დაავადების დროს მკურნალობის დაწყებამდე ის შრევდება.

მწარმოებელი: DARNITSA

გაფრთხილება