მოვიქსი

მოვიქსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მოვიქსი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მელოქსიკამი/MELOXICAM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები გამყოფი ხაზით: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
მელოქსიკამი…………7.5 მგ
1 ტაბ.
მელოქსიკამი……….. 15 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
რინვატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ლაქტოზა მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კროსპოვიდონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მოვიქსს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. პრეპარატის ძირითადი თვისებები განპირობებულია მისი თვისებით დათრგუნოს ენდოგენური ნივთიერებების- პროსტაგლანდინების წარმოქმნა, რომლებიც ანთების, ტკივილისა და ცხელების პროვოცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ჩვენებები:
რევმატოიდული ართრიტი და ართროპათია;
ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი;
მაანკილიზირებელი სპონდილართრიტი;
ტკივილი ხერხემლის არეში, ნევრალგია, იშიაზი, მიალგია, ბურსიტი, ტენდინიტი.

მიღების წესი და დოზირება:
დღიური დოზა ვარირებს 7.5 მგ-დან 15 მგ-მდე დაავადებების, თერაპიული შედეგის და წამლის ტოლერანტობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები:
ყველაზე ხშირად შეიძლება გამოვლინდეს:
გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, სტომატიტი.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში:
შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
ანემია, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. შესაძლებელია კანის ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია, ფოტომგრძნობელობა ან კანის უფრო მძიმე რეაქციები.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს:
ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მომატება.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის დოზირების შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობის მონაცემების არსებობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით;
* ბრონქული ასთმა, ქრონიკული ურტიკარია, ანგიოედემა, ნაზალური პოლიპები;
* კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის მწვავე ან გამწვავებული წყლული;
* ღვიძლის მძიმე დაზიანება;
* თირკმლის მძიმე უკმარისობა დიალიზის გარეშე;
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მკურნალობა არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
* პაციენტები, რომელთაც ადრე აწუხებდათ წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მოვიქსით მკურნალობის პერიოდში გართულებების განვითარების შესაძლებლობის გამო. პეპტიური წყლულის ან სისხლჩაქცევის პირველი სიმპტომების გამოვლენის დროს, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს!
* თირკმლის უკმარისობის განვითარების საშიშროების გამო, პაციენტებში თირკმლის დარღვევებით, მოვიქსით მკურნალობისას აუცილებელია მათ ფუნქციონალურ მდგომარეობაზე დაკვირვება. ეს განსაკუთრებით საჭიროა პრეპარატით განმეორებითი კურსის ჩატარებისას.
* პაციენტები თირკმლის მსუბუქი და საშუალოდ გამოხატული დარღვევებით: შესაბამისი ჩვენებისას რეკომენდებული დოზის შეცვლა არ არის საჭირო.
* პაციენტები თირკმლის დარღვევებით და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები: დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს.
* პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც წარსულში პრეპარატის მიღების შემდეგ აღენიშნებოდათ კანზე გამონაყარი ან ლორწოვანი გარსის დაზიანება.

ჭარბი დოზირება:
წამლის მიღებისას იმ დოზით, რომელიც საგრძნობლად აღემატება ექიმის მიერ დანიშნულ დოზას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირების პირველი ნიშნები შეიძლება იყოს: გონების დაბინდვის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, მძიმე შემთხვევებში ტრემორი, კრუნჩხვები. პირველი დახმარების ზომები მოიცავს კუჭის ამორეცხვას, აქტივირებული ნახშირის მიღებას, რის შემდეგაც უკვე ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– არ არის რეკომენდებული მოვიქსითა და სხვა არასტეროიული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (მაგალითად, ასპირინით) ან კორტიკოსტეროიდებით (პრედნიზოლონი, მეთილპრედნიზოლონი) ერთდროული მკურნალობა.
– ასევე არ არის რეკომენდებული ანტითრომბოზული (სისხლის შედედების დამთრგუნველი) საშუალებების მიღება. ამ წამლებით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის შედეგების მაჩვენებლის მუდმივი კონტროლი.
– ლითიუმის მარილებისა და მეტოტრექსატის ტოქსიურობა მატულობს მოვიქსთან მათი ერთდროული გამოყენებისას.
– მოვიქსი ამცირებს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების თერაპიულ ეფექტს, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს უკანასკნელის დოზირების შეცვლა.
– შესაძლებელია მოვიქსის არასასურველი ურთიერთქმედება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან (მაგალითად, გლიბენკლამიდი, გლიპეზიდი და სხვა). ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება არ შეიძლება.
– ქოლესტირამინმა (ქოლესტირინის დამაქვეითებელი საშუალება) შეიძლება შეამციროს მოვიქსის ეფექტურობა. საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტული საშუალებების (სპირალის) ეფექტურობა მცირდება მოვიქსთან ურთიერთქმედებით.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

გაფრთხილება