მონოსანი

მონოსანი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მონოსანი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): იზოსორბიდ-მონონიტრატი/ISOSORBIDE ONONITRATE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანგინალური საშუალება ორგანული ნიტრატების ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ც.
1 ტაბ.
იზოსორბიდ-5-მონონიტრატი…….   20 მგ
1 ტაბ.
იზოსორბიდ-5-მონონიტრატი……    40 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ანტიანგინალური მოქმედება, რომელიც “პრედატვირთვის” დაქვეითების ხარჯზე ამცირებს მიოკარდის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებას (პერიფერიული ვენების გაფართოვება, რაც იწვევს სისხლის დეპონირებას მოცულობის კალაპოტში, ამცირებს გულში სისხლის მიდინებას, რის შედეგადაც ფილტის არტერიაში ქვეითდება წნევა, ნაწილობრივ “განიტვირთება” სისხლმიმოქცევის მცირე წრე და მცირდება მარცხენა პარკუჭის ენდოდიასტოლური წნევა). პრეპარატი ამცირებს “პოსტდატვირთვასაც” (არტერიოლების გაფართოვება იწვევს სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობის დაქვეითებას); იგი ასევე ავლენს მსხვილი ყალიბის კორონალურ არტერიებზე უშუალო ვაზოდილატატორულ ზემოქმედებას.
“პრედატვირთვის” შემცირებით პრეპარატი იწვევს მარცხენა პარკუჭის კედლის დაძაბულობის შემცირებას, რასაც მიჰყვება სუბენდოკარდიული და ინტრამურული სისხლმიმოქცევის გაზრდა. მარცხენა პარკუჭის ენდოდიასტოლური და სისტოლური წნევის შემცირების ხარჯზე მცირდებაგულის მოცულობა და განდევნის პერიოდი.
მსხვილი პერიკარდიული კორონარული არტერიების გაფართოვება ზრდის ჟანგბადით გამდიდრებული სისხლის მიწოდებას იშემიის და იშემიით დაზიანებულ მიდამოში, რაც აღადგენსმიოკარდის მუშაობას და იწვევს ნეკროზის ზონის შემცირებას. კოლატერალების “გახსნა” უზრუნველყოფს სისხლის პერფუზიის გაუმჯობესებას მიოკარდიუმის იშემიურ მიდამოში. ასევე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მიოკარდზე პირდაპირ მეტაბოლურ ზემოქმედებას.
გულის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში გულის სისტოლური მოცულობის გაზრდა წარმოებს პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების ხარჯზე (ამავე დროს გულის უკმარისობის არ არსებობის შემთხვევაში გულის მუშაობა რამდენამდე მცირდება).
ამასთან ერთად ადგილი აქვს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას და თრომბოციტებში თრომბოქსანის სინთეზის დაქვეითებას.

ფარმაკოკინეტიკა:
იზოსორბიდ-5-მონონიტრატი არ ექვემდებარება ღვიძლში მეტაბოლურ დეგრადაციას და გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა – დაახლოებით 100%. პერორალურად მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1 სთ-ის განმავლობაში.
პრეპარატი არ უკავშირდება სისხლის ცილებს. 10-80 მგ დოზის მიღების შემდეგ პრეპარატს გააჩნია ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა და იზოსორბიდ დინიტრატისაგან განსხვავებით არ არის დადგენილი მასზე ღვიძლის უკმარისობის ზეგავლენა. ინდივიდუალური განსხვავება პრეპარატის პლაზმურ კონცენტრაციას შორის მისი პერორალური მიღების შემდეგ უმნიშვნელოა. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 სთ-ს. იზოსორბიდ-5-მონონიტრატის სასურველი ეფექტი სისხლში აღინიშნება დაახლოებით 100 მგ/მლ-ში კონცენტრაციის დროს. პრეპარატის მეტაბოლიზმის შედეგად, წარმოიქმნება ფარმაკოლოგიურად არააქტიური იზოსორბიდი და ორი გლუკურონიდი, რომელთა ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს შესაბამისად 6 და 8 სთ-ს. პრეპარატის რენული კლირენსი შეადგენს 1.8 ლ/წთ-ში.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის პროფილაქტიკისათვის პაციენტებში, გულის იშემიური დაავადებით; აგრეთვე:

  • გულის ქრონიკული უკმარისობის;
  • ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის;
  • პორტალური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დგინდება ინდივიდუალურად, რომელიც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
მკურნალობა იწყება მინიმალური ეფექტური დოზით 1-3-ჯერ 10-20 მგ-ის ოდენობით. კლინიკური ეფექტის შესაბამისად ერთჯერადი თერაპიული დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 40-50 მგ-მდე (განსაკუთრებული შემთხვევების დროს 80 მგ-მდე) 1-3-ჯერ დღეში. ტაბლეტი მიიღება მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლთენები:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჰიპოტენზია, ორთოსტატული კოლაფსი, გლაუკომის გამწვავება, თავის ქალას შიდაწნევის მომატება, ყურადღების კონცენტრაციის მოდუნება, პირის სიმშრალე, ჰიპერემია, გულისრევა, საერთო სისუსტე და გადაღლილბა.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ნიტრატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, აგრეთვე
* შოკური მდგომარეობის;
* მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდში;
* არტერიული ჰიპოტენზიის დროს. აგერთვე
* პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება (სისტოლური და დიატოლური წნევა შეადგენს 100/60 მმ. ვწყ. სვ., ცენტრალური ვენური წნევა 4-5 მმ ვწყ.სვ.ნაკლები);
* გულის ტამპონადის;
* არაადექვატური ცერებრული პერფუზიის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, ამიტომ მისი მიღებისას თავი უნდა შევიკავოთ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
* პრეპარატი არ გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის კუპირებისათვის.
* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე თავის ქალას შიდა წნევის მომატების,
* დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს.
* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მონოსანისა და ანტიჰიპერტენზული საშუალებების, ასევე ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ალკოჰოლის გამოყენება აძლიერებს პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

შენახვის პირობები:
პრეპრატი ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: PRO. MED.CS. Praha, ჩეხეთი

გაფრთხილება