მონო მაკი

მონო მაკი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მონო მაკი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება)იზოსორბიდ-მონონიტრატი/ISOSORBIDE MONONITRATE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანტიანგინალური საშუალება ორგანული ნიტრატების ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები:
ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 5 ც.
1 ტაბ.
იზოსორბიდ-5-მონონიტრატი……..        20 მგ
1 ტაბ.
იზოსორბიდ-5-მონონიტრატი………..     40 მგ
სხვა ინგრედიენტები:
ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მონო მაკი უპირატესად იწვევს პერიფერიული ვენების და ნაკლებად რეზისტიული სისხლძარღვების (არტერიოლების) დილატაციას, როგორც აზოტის ოქსიდის დონატორი და აქვეითებს სისხლძარღვთა პერიფერიულ წინააღმდეგობას. პრეპარატი ხელს
უწყობს კორონარულ სისხლძარღვებში სისხლმიმოქცევის გაუმჯობესებას, გულზე პრე- და პოსტდატვირთვის შემცირების ხარჯზე. იგი აქვეითებს
მიოკარდის ჟანგბადზე მოთხოვნილებას და ამცირებს ჰიპოქსიის მოვლენებს.

ჩვენებები:
სტენოკარდიის პროფილაქტიკა და ხანგრძლივი მკურნალობა;
გულის უკმარისობის მკურნალობა გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშუალებებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ვაზოდილატატორებთან კომბინაციაში;
ფილტვისმიერი ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:
მონო მაკი 20 მგ: ინიშნება თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში,  იშვიათად ორ-ორი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
მონო მაკი 40 მგ: 1 ტაბლეტი ერთეხლ დღეში, ან 1/2 ტაბ. 2-ჯერ დღეში. იშვიათად 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში.
ტაბლეტი მიიღება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
მონომაკი 20 მგსრული ეფექტისთვის -2 ტაბ.  2-ჯერ დღეში. მისი მიღებისას უნდა იყოს დაცული 8 საათიანი ინტერვალი.
მონო მაკი 40 მგსრული ეფექტისთვის -1 ტაბ. 3-ჯერ დღეში. მისი მიღებისას უნდა იყოს დაცული 8 საათიანი ინტერვალი.
შესაძლებელია პრეპარატის მზარდი დოზებით დანიშვნა.
მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

გვერდითი მოვლენები:
– თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება გაქრეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში.
– წამლის პირველ მიღებას შეიძლება თან ახლდეს ჰიპოტენზია, ორთოსტატული კომპენსატორული ტაქიკარდია, ძილიანობა, სისუსტე.
–  იშვიათად ვითარდება გულისრევა, ღებინება, ალერგია, სიწითლე.
– იშვიათად კოლაპტოიდური მდგომარეობა ბრადიარითმიით და გულის წასვლით.
– აღწერილია ექსფოლიატური დერმატიტი.
– შესაძლებელია შეჩვევის (ტოლერანტობის) განვითარება, რომლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინტერვალის დაცვა მიღებებს შორის.

უკუჩვენებები:
*ნიტრატებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
* სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლა (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი);
* კარდიოგენული შოკი;
* გამოხატული ჰიპოტენზია;
* დახურულკუნთოვანი გლაუკომა;
*სილდენაფილთან (ვიაგრა) ერთად დანიშვნა იწვევს მკვეთრ ჰიპოტენზიას.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ცხოველებზე დაკვირვებით პრეპარატის ემბრიოტოქსიკურობა არ იქნა დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით მიიღება:
* ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის, კონსტრიქციული პერიკარდიტის და პერიკარდის ტამპონადის დროს.
* მწვავე ინფარქტისას განვითარებული მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის დროს (სისტოლური წნევა არანაკლებ 90 მმ ვწყ.სვ.).
* აორტული ან მიტრალური სტენოზის შემთხვევაში.
* დაბალი წნევით გამოწვეული სისხლმიმოქცევის რეგულაციის მოშლისას.
* ქალასშიდა წნევის მომატებით მიმდინარე დაავადებების დროს.
* მონო მაკი არ გამოიყენება მწვავე ინფარქტის და სტენოკარდიის დროს.
* პრეპარატი ამცირებს რეაქციის სისწრაფეს მძღოლებში, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად მიღებისას, რაც უარყოფითად მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
* მონო მაკის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსემია სისხლის შედარებითი გადანაწილების გამო ფილტვის ნაკლებად ვენტილირებულ არეებში, რაც ხელს უწყობს გულის იშემიური დაავადების გამწვავებას.
* გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
* მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზირება:
იგი ვლინდება ჰიპოტენზიით, ტაქიკარდიით, სისუსტით, თავბრუსხვევით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ვაზოდილატატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, β-ადრენობლოკატორებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, ნეიროლეფსიურ საშუალებებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ვიაგრასთან ერთად პრეპარატის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს  ჰიპოტენზია, ისევე როგორც ალკოჰოლთან მისმა კომბინირებამ.
– დიჰიდროერგოტამინთან მისი კომბინირებისას ძლიერდება დიჰიდროერგოტამინის ეფექტი, ადგილი აქვს წნევის ცვლილებას და მონო მაკის ანტიანგინალური ეფექტის შემცირებას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: HEINRICH MACK

გაფრთხილება