მუკოკელ ატოქს D6 წვეთები (ნატუროპათი)

მუკოკელ ატოქს D6 წვეთები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მუკოკელ ატოქს D6 წვეთები (ნატუროპათი) აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
შეიცავს: 1 მლ ბოცვერის შრატს DD6 1 მლ, Mucor racemosus D3 ხსნარით, რომელიც მიღებულია წინასწარ სპეციალური ხერხით დამუშავებული ბოცვერებისაგან, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
დრენაჟისათვის Mucokehl-ის მიღების შემდეგ

თვისებები
Mucokehl Ausleitung D6 მაღალეფექტური პრეპარატია ნივთიერებათა ცვლის და დაშლის პროდუქტების დრენაჟის ხელშემწყობი, განსაკუთრებით MUCOKEHL-ის მიღების შემდეგ. ნებისმიერ წარმატებულ ბიოლოგიურ თერაპიას მივყავართ ორგანიზმში ტოქსინების და დაშლის პროდუქტების მომატებულ პროდუქციამდე. აღნიშნული პროდუქტები შეგუბების და ბლოკირების შედეგად შესაძლოა ორგანიზმიდან არ გამოიდევნოს, რასაც პაციენტის მდგომარეობის გაუარესება მოსდევს. ეფექტური მკურნალობის ძირითადი წინაპირობაა ორგანიზმიდან ტოქსინების დრენაჟისათვის ყველა შესაძლებლობის გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება 8 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე
შესაზელად:
დღეში ერთხელ 5-10 წვეთის შეზელვა დაავადებულ ადგილზე ან იდაყვის ფოსოში

გვერდითი მოქმედებები: ცნობილი არ არის

მითითება: გამოიყენება Mucokehl-ის მიღებიდან არანაკლებ 1 დღის შემდეგ.
Mucokehl Atox-ის მიღების დროს, დიდი რაოდენობით სითხე მიიღება

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება