მუკოკელ ატოქს D6 ამპულები (ნატუროპათი)

მუკოკელ ატოქს D6 ამპულები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მუკოკელ ატოქს D6 ამპულები (ნატუროპათი)  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: 1 მლ ბოცვერის შრატს DD6, მიღებულს Mucor racemosus D3 ხსნარით, წინასწარ სპეციალური ხერხით დამუშავებული ბოცვერებისაგან, 5ა HAB-ის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენებაა
დრენაჟისათვის Mucokehl-ის მიღების შემდეგ

თვისებები
Mucokehl Ausleitung D6 მაღალეფექტური პრეპარატია ნივთიერებათა ცვლის შენარჩუნებისა და დაშლის პროდუქტების დრენაჟისათვის. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Mucokehl-ის მიღების შემდეგ. ნებისმიერი წარმატებული ბიოლოგიური თერაპია იწვევს ორგანიზმში ტოქსინები და დაშლის პროდუქტების მომატებულ პროდუქციას.

აღნიშნული პროდუქტები შეგუბების და ბლოკადების შედეგად შესაძლოა ორგანიზმიდან არ გამოიდევნოს. რასაც პაციენტის მდგომარეობის გაუარესება მოსდევს. ეფექტური მკურნალობის ძირითადი წინაპირობაა ორგანიზმიდან ტოქსინების დრენაჟის ყველა შესაძლებლობის გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ კვირაში 2-ჯერ 1.0 მლ ი.მ., კანქვეშ ან ი.ვ.

გვერდითი მოქმედებები: ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ალერგია ბოცვერის ცილაზე მითითებები გამოიყენება Mucokehl-ის გამოყენებიდან არაუადრეს 1 დღის
შემდეგ. Mucokehl Atox-ის გამოყენების დროს, ასევე, დიდი რაოდენობით სითხის დალევაა საჭირო

მწარმოებელიSANUM,  გერმანია

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება