მუკოკელ D3 სანთლები (ნატუროპათი)

მუკოკელ D3 სანთლები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მუკოკელ D3 სანთლები (ნატუროპათი) აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: 0.2 გ Mucor racemosus D3 6 HAB-ის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: 1.8 გ მყარი ცხიმი

ჩვენება
– სისხლის მიმოქცევის მოშლა, მწეველის ფეხი
– თრომბოზები, ემბოლიები
– ბუასილი, ანუსის ნახეთქები
– მცირე მენჯის ორგანოების ანთებები (ენდომეტრიტი, პროსტატიტი და სხვა)
– შემაერთებელი ქსოვილის ზრდა მენჯის ღრუს ორგანოებში, როგორიცაა საკვერცხეების, ფალოპის ლულის კისტები
– პროსტატის ადენომა, პროსტატის კარცინომა, სწორი ნაწლავის კარცინომა
– კოლიტის სინდრომი, დივერტიკულიტი
– ლიმფოსტაზი

თვისებები
ადამიანისა და ცხოველის სისხლსა და ქსოვილებში ბინადრობენ მიკრობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, უვნებელია, უფრო მეტიც, ემსახურება სხვადასხვა რეგულაციური მექანიზმის შენარჩუნებას. პროფესორ ენდერლაინის მიხედვით, საუბარია `ენდობიონტებზე~, ობის სოკოს Mucor racemosus Fresen არაპათოგენურ ფაზებზე. ყველა მიკრობის მსგავსად, ისიც ემორჩილება ციკლოგენიის კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება მიმდინარეობს
თანმიმდევრობით: პრიმიტიული ფაზა – ბაქტერიები – სოკოები, ამასთან ენდობიონტის ვირულენტობა და პათოგენობა მისი განვითარების სტადიების შესაბამისად იზრდება. თუ მაღალვალენტური ფაზებით დასნებოვნებულ ავადმყოფ ორგანიზმში შევიყვანთ შესაბამის დაბალვალენტურ ფაზებს, ეს უკანასკნელები შესძლებენ პათოგენური ფორმების დაშლას არააქტიურ პრიმიტიულ სტადიებამდე, რომლებიც შემდგომში შეიძლება ორგანიზმიდან გამოიყოს საშარდე გზებით, ნაწლავებით, კანით და ბრონქებით.

მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ რექტალურად თითო სანთელი დღეში ერთხელ, ძილის წინ

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

მითითებები
Mucokehl იზოპათიაში გამოიყენება ადამიანის სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის ყველა დაავადების დროს ან თუ დაავადების მიზეზი სისხლძარღვთა სისტემაში ან სისხლშია (შეგუბებითი მოვლენები). Mucor racemosus წარმოადგენს, ასევე, კომბინირებული პრეპარატის Sankombi-ს მოქმედ ნივთიერებას. მისი გამოყენება  Notakehl-თან ერთად არ შეიძლება. შეიცავს ლაქტოზას.

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია
გამოშვების ფორმა: 10 სანთელი
გაცემის რეჟიმიIII ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება