მუკოკელ D5-D6-D7 ამპულები (ნატუროპათი)

მუკოკელ D5-D6-D7 ამპულები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მუკოკელ D5-D6-D7 ამპულები (ნატუროპათი)  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Mucor racemosus D5 (შესაბამისად, Mucor racemosus D6 ან Mucor racemosus D7) 1 მლ წყალხსნარს HABის 5ბ და მე-11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
– სისხლძარღვთა სისტემის მწვავე, ქრონიკული და ლატენტური პათოლოგიები, როგორიცაა თრომბოზები,  ემბოლიები, პოსტინფარქტული მდგომარეობა, სტენოკარდია
– სისხლმომარაგების და ჭრილობის შეხორცების შეფერხება, (მწეველის ფეხი, დიაბეტური ტერფი, განგრენა)
– ვენური პათოლოგიები, როგორიცაა ვარიკოზული გაგანიერება, ჰემოროი
– გლაუკომა, კატარაქტა, როგორც მკურნალობის საწყისი ეტაპი სიმბიოზის შექმნისთვის

თვისებები
ადამიანისა და ცხოველის სისხლსა და ქსოვილებში ბინადრობენ მიკრობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, უვნებელია, უფრო მეტიც, ემსახურება სხვადასხვა რეგულაციური მექანიზმის შენარჩუნებას. პროფესორ ენდერლაინის მიხედვით, საუბარია `ენდობიონტებზე~, ობის სოკოს Mucor racemosus Fresen არაპათოგენურ ფაზებზე. ყველა მიკრობის მსგავსად, ისიც ემორჩილება ციკლოგენიის კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება მიმდინარეობს
თანმიმდევრობით: პრიმიტიული ფაზა – ბაქტერიები – სოკოები, ამასთან ენდობიონტის ვირულენტობა და პათოგენობა მისი განვითარების სტადიების შესაბამისად იზრდება. თუ მაღალვალენტური ფაზებით დასნებოვნებულ ავადმყოფ ორგანიზმში შევიყვანთ შესაბამის დაბალვალენტურ ფაზებს, ეს უკანასკნელები შესძლებენ
პათოგენური ფორმების დაშლას არააქტიურ პრიმიტიულ სტადიებამდე, რომლებიც შემდგომში შეიძლება ორგანიზმიდან გამოიყოს საშარდე გზებით, ნაწლავებით, კანითა და ბრონქებით.

მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ კვირაში 2-ჯერ 1 მლ ი.მ., კანქვეშ, კანში ან ი.ვ.

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები ცნობილი არ არის

მითითებები
Mucokehl-ი იზოპათიაში გამოიყენება ადამიანის სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის ყველა დაავადების დროს ან თუ დაავადების მიზეზი სისხლძარღვთა სისტემაში ან სისხლშია (შეგუბებითი მოვლენები). Mucor racemosus წარმოადგენს, ასევე, კომბინირებული პრეპარატის Sankombi-ს მოქმედ ნივთიერებას. მისი გამოყენება Notakehl-თან ერთად არ შეიძლება.

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება