მუკოკელ D5 თვალის წვეთები (ნატუროპათი)

მუკოკელ D5 თვალის წვეთები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მუკოკელ D5 თვალის წვეთები (ნატუროპათი) აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

გამოდის ასევე სახელწოდებით Pleo Muc, ერთჯერად საწვეთურიან კონტეინერებში
კონსერვანტების გარეშე. შეფუთვაში 10 კონტეინერი 0.5 მლ მოცულობით

შემადგენლობა
5 მლ შეიცავს: Mucor racemosus D5 4.999.95 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმ ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
– გლაუკომა, კატარაქტა
– კონიუქტივიტი
– მშრალი თვალის სინდრომი
– მოციმციმე სკოტომა

თვისებები
ადამიანისა და ცხოველის სისხლსა და ქსოვილებში ბინადრობენ მიკრობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, უვნებელია, უფრო მეტიც, ემსახურება სხვადასხვა რეგულაციური მექანიზმის შენარჩუნებას.  პროფესორ ენდერლაინის მიხედვით, საუბარია `ენდობიონტებზე~,
ობის სოკოს Mucor racemosus Fresen-ის არაპათოგენურ ფაზებზე. ყველა მიკრობის მსგავსად, ისიც ემორჩილება ციკლოგენიის კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება მიმდინარეობს
თანმიმდევრობით: პრიმიტიული ფაზა – ბაქტერიები – სოკოები, ამასთან ენდობიონტის ვირულენტობა და პათოგენობა მისი განვითარების სტადიების შესაბამისად იზრდება. თუ მაღალვალენტური ფაზებით დასნებოვნებულ ავადმყოფ ორგანიზმში შევიყვანთ შესაბამის
დაბალვალენტურ ფაზებს, ეს უკანასკნელები შესძლებენ პათოგენური ფორმების დაშლას არააქტიურ პრიმიტიულ სტადიებამდე, რომლებიც შემდგომში შეიძლება ორგანიზმიდან გამოიყოს საშარდე გზებით, ნაწლავებით, კანით და ბრონქებით.

მიღების წესი და დოზირება
თითო წვეთის ჩაწვეთება დაავადებულ თვალში დღეში 2-ჯერ

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

მითითებები
Mucokehl-ი იზოპათიაში გამოიყენება ადამიანის სისხლძარღვთა სისტემის და სისხლის ყველა დაავადების დროს ან თუ დაავადების მიზეზი სისხლძარღვთა სისტემაში ან სისხლშია (შეგუბებითი მოვლენები). Mucor racemosus-ი წარმოადგენს, ასევე, კომბინირებული
პრეპარატის SANKOMBI-ის მოქმედ ნივთიერებას. მისი გამოყენება Notakehl-თან ერთად არ შეიძლება.

გამოშვების ფორმები
Mucokehl D5 – 5 მლ მოცულობის საწვეთურიანი ფლაკონი
Pleo Muc – შეფუთვაში 10 ერთჯერადი საწვეთურიანი კონტეინერი მოცულობით 0.5 მლ თითოეული.

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაცემის რეჟიმიIII ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება