მუკოფალკი

მუკოფალკი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦მუკოფალკი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება ფორთოხლის არომატით, რომელიც არეგულირებს ნაწლავის ფუნქციას და აადვილებს ნაწლავის შიგთავსის პასაჟს.
არ იწვევს შეჩვევას. უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ინიშნება 12 წლის ზემოთ 1 პაკეტი 2–6 –ჯერ დღეში. პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 მლ წყალში და დაუყოვნებლივ მიიღება, შემდეგ  აყოლებენ მეორე ჭიქა  წყალს.

შემადგენლობა:
1 პაკეტი -5 გ. გრანულა შეიცავს მრავალძარღვას თესლის გარსს- 3,25 გ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, დექსტრინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის  არომატიზატორი.
5გ პრეპარატი შემადგენლობაში შემავალი ნახშირწყლების რაოდენობა  შეესაბამება 0.064 პ/ე-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მრავალძარღვას თესლის გარსის ჰიდროფილური ბოჭკოები აკავებენ სითხეს კუჭ–ნაწლავის ტრაქტში, რის შედეგადაც იზრდება განავლის მოცულობა და რბილდება მისი კონსისტენცია.
პრეპარატი არეგულირებს ნაწლავის ფუნქციას და აადვილებს ნაწლავის შიგთავსის პასაჟს.

ჩვენება:
ყაბზობა;
ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი ყაბზობა;
ანალური ნახეთქები და ბუასილი;
ანორექტალურ არეში ჩატარებული პოსტოპერაციული პერიოდი;
ფუნქციური დიარეა;
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი;

უკუჩვენება:
*ნაწლავთა გაუვალობა
*12 წლამდე ასაკი

დოზირება:
12 წლის ზემოთ 1 პაკეტი 2–6 ჯერ დღეში.
პაკეტის შიგთავსი იხსნება 150მლ წყალში და დაუყოვნებლივ მიიღება, დამატებით აყოლებენ 1 ჭიქა წყალს.

დანიშნულება:
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე!

მწარმოებელი: დრ. ფალკ ფარმა. გერმანია.

გაფრთხილება