მულტი ლაიფი

მულტი ლაიფი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მულტი ლაიფი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შემცველობით.

შემადგენლობა:
ვიტამინი A       800 მგ TE
ვიტამინი E       10 მგ TE
ვიტამინიC        60 მგ
ვიტამინი B3     18 მგ NE
ვიტამინი B9     300 მკგ
ვიტამინი B1     1,4  მგ
ვიტამინი B2     1,6  მგ
ვიტამინი B6     2 მგ
ვიტამინი B12    1,5მკგ
ვიტამინი D       5 მკგ
ბიოტინი           150 მკგ
პანთოტენის  მჟავა      6 მგ
ბორი   150 მკგ
იოდი  150 მკგ
ვიტამინი K       25 მკგ
ქრომი 25 მკგ
თუთია               15 მგ
მანგანუმი        2 მგ
კალიუმი           40 მგ
რკინა   14 მგ
მაგნიუმი           100 მგ
მოლიბდენი    25 მკგ
სელენი               25 მკგ
სილიკონი        100მკგ
კალციუმი        162 მგ
ფოსფორი         125 მგ
სპილენძი          2 მგ
ვიტამინი A -მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში,  უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილების მთლიანობას, არეგულირებს ორგანიზმის ზრდას
ვიტამინი B1 – კოფერმენტის სახით მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
ვიტამინი B2 – უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის, კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს.
ვიტამინი B6 – კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში. აგრეთვე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ვიტამინი B12 – ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში. ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში. აუცილებელია ორგანიზმის ზრდისათვის.
ვიტამინი B9 –  აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მათ შორის, მეთიონინი, სერინი), ნუკლეინის მჟავების, ნურინების, პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლის პროცესებში.
ვიტამინი K -ერთიანდება ჯგუფში, რომლის სახელწოდებაა “ანტიჰემორაგიული ფაქტორები.” ეს შენაერთები საჭიროა სისხლის ნორმალური შედედებისათვის. ღვიძლში K ვიტამინი მონაწილეობს სპეციფიკური ცილის პროთრომბინის წარმოქმნაში.
ვიტამინი-მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულაციაში. უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს,  მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში.  აგრეთვე სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში.
ვიტამინი E- ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდება. უზრუნველყოფს მემბრანის უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოოქსიდაციისგან. მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების ფორმირებაში.
ვიტამინი D3 -ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან.  ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზსს და კალციუმის ჩალაგებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში.  აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას.
მაგნიუმი  აქვეითებს ნეირონების აგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში,  კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში.
ფოსფორი – მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებში,  ენერგეტიკულ ცვლაში, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, ზრდის პროცესებში.
კალციუმი– აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის. უზრუნველყოფს სისხლის შედედების პროცესებს.
კალიუმი -მონაწილეობს უჯრედშიგა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში,  ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში.  მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების, მათ შორის მიოკარდიუმის, მეტაბოლიზმსა და ფუნქციებში.
რკინა მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.
თუთია ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისთვის. წარმოადგენს პანკრეასის წვენის შემადგენელ ნაწილს. მონაწილეობს რიგი ჰორმონების წარმოქმნაში.
იოდიაუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისათვის.
ქრომი -მონაწილეობს სისხლში გლუკოზის დონის და ორგანიზმის ჰორმონალური მდგომარეობის რეგულაციის პროცესებში.  ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას,  აფერხებს ორგანიზმის უჯრედებში ცხიმის დაგროვებას.
სპილენძი -მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში,  სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში.
მანგანუმი გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებაზე,  მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში.

გამოყენების ჩვენებები:
ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.  გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება,  დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა,  გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის: მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ.  ხვადასხვა წარმოშობის ანემიები;  ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში;
სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;  კლიმაქტერული პერიოდი ქალებში;  იმპოტენცია მამაკაცებში;   სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;   სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება;  მკაცრ დიეტაზე მყოფ პირთათვის დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს; თმის ცვენის და მტვრევადობის დროს. ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებებისას  ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ასამაღლებლად.

უკუჩვენებები: 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

მიღების წესი და დოზირება:  1 ტაბლეტი 1 – 2 ჯერ დღეში.

მწარმოებელი: Life on Healthcare, დიდი ბრიტანეთი

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება