მულტი – როიალი

მულტი – როიალი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მულტი – როიალი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები

მულტი -როიალი® შეიცავს 1000 მგ ფუტკრის რძეს, გამდიდრებულს ვიტამინების კომპლექსით

მრავალ უპირატესობებს შორის აღსანიშნავია:
• სამეფო ჟელე -ფუტკრის  რძე არის ნატურალური აღმდგენი პროდუქტი, რომელსაც ფუტკრები გამოიმუშავებენ
• ვიტამინი C ხელს უწყობს  ჟანგვა -აღდგენით პროცესებს
• ვიტამინი B3 ხსნის  დაღლილობას  და ამცირებს ასთენიას.
• პანთოთენის მჟავა ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
• ვიტამინი  B6 უზრუნველყოფს ნორმალურ ფსიქოლოგიურ ფუნქციას
• ვიტამინი B1 ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
• ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
• ბიოტინი უზრუნველყოფს კანის და თმის სიჯანსაღეს
• ვიტამინი B12 აუცილებელია ენერგიის და სიცოცხლისუნარიანობისთვის

შემადგენლობა:
წყალი, ფრუქტოზა, ლიოფილიზირებული სამეფო ჟელე, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), ნიკოტინამიდი (ნიკოტინმჟავაB3), კალციუმის პანთოთენატი (პანთოთენის  მჟავა ან ვიტB5), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), თიამინის ჰიდროქლორიდი (თიამინი ან ვიტამინი B1) ფოლიუმის მჟავა (B9), D-ბიოტინი (ბიოტინი ან ვიტამინი H), ციანკობალამინი (ვიტამინი B12), ფორთოხლის არომატიზატორი, კონსერვანტები (ნატრიუმის ბენზოატი და კალიუმის სორბატი)

ნუტრიენტები: თითოეული დასალევი 10 მლ ფლაკონი შეიცავს

• 1000 მგ ფუტკრის რძე  ლიოფილიზებული სახით

• 80 მგ ვიტამინი ჩ, რომელიც შეესაბამება 100% რეკომენდებულ დღიურ დოზას.
• 3,6 მგ ვიტამინი B3, ნიკოტინამიდის სახით, რაც შეესაბამება 22.5% რეკომენდებულ დღიურ დოზას.
• 1,2 მგ ვიტამინი B5 კალციუმის პანთოთენატი, რაც შეესაბამება 20% რეკომენდებულ დღიურ დოზას.
• 0,3 მგ ვიტამინი B6, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის სახით, რომელიც შეესაბამება 21.4% რეკომენდებულ დღიურ დოზას.
• 0,24 მგ ვიტამინი B1 თიამინის ჰიდროქლორიდის სახით, რაც შეესაბამება 21.8% რეკომენდებულ დღიურ დოზას.
• 48 მკგ ვიტამინი B9, რომელიც შეესაბამება 24% რეკომენდებულ დღიურ დოზას.
• 12 მგ ვიტამინი H, რაც შეესაბამება 24% რეკომენდებულ დღიურ  დოზას.
• 0,48 მკგ ვიტამინი B12, რაც შეესაბამება 19.2% რეკომენდებულ  დღიურ დოზას.

ჩვენება:
საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს  1000 მგ ფუტკრის რძეს, გამდიდრებულს ვიტამინებით, ნაჩვენებია დეფიციტური მდგომარეობების დროს ან საკვები დანამატის სახით.

გამოყენები წესი
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. მიიღება საუზმემდე 1 ფლაკონი დღეში, 3 კოლოფის მიღების შემდეგ საჭიროა 1 თვიანი შესვენება.

გაფრთხილება:
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
• პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
• არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის 3 წლამდე ასაკში.
• შეიცავს  შაქარს  (ფრუქტოზა).

განსაკუთრებული მითითება:  ინახება გრილ და მშრალ ადგილას.

მწარმოებელი: PHARMALINK, ესპანეთი

გამოშვების ფორმა: დასალევი ფლაკონები 10 მლ N10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება