მულტი – ტაბს ბ-კომპლექსი

მულტი – ტაბს ბ-კომპლექსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მულტი – ტაბს ბ-კომპლექსი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება, პოლივიტამინური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60  და 100 ც.
1 ტაბ.
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი)……………….  15 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)……………………      15 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი)………………..
15 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)……………….   5 მგ
ნიკოტინამიდი…………………………………… 60 მგ
პანთოტენის მჟავა
(კალციუმის პანთოტენატი)………………………
30 მგ
ფოლის მჟავა……………………………………..   200 მკგ
არააქტიური ინგრედიენტები, რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში: ჰიპრომელოზა, მელტოდექსტრინი, ნატრიუმის  ციტრატი, ლიმონის მჟავა, წყალი;
შემავსებლები: კალციუმის სულფატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, გლიცეროლი 85%, მაგნიუმის სტეარატი, სტეარინის მჟავა, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, სილიციუმის ორჟანგი, ქლორწყალბადის კონცენტრირებული მჟავა, გამოხდილი წყალი.
გარსი: ჰიპრომელოზა 3, ჰიპრომელოზა 15, ტალკი, რკინის ჟანგი (II); რკინის ჟანგი (III); გამოხდილი წყალი, ეთანოლი 96%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პოლივიტამინური კომპლექსი. პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების თვისებებით.
ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღზნების წარმოსაქმნელად.
ვიტამინი B2: დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის, ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.
ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინი B12: აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათივს. ამ ვიტამინს ყველაზე მეტად მოითხოვენ ძვლის ტვინის, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები. ციანოკობალამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.
ვიტამინი PP: ნიკოტინამიდი წარმოადგენს კომპონენტს, რომელიც მონაწილეობს წყალბადური იონის გადატანაში ცხიმოვანი მჟავების სინთეზისას, გლიკოლიზისა და ქსოვილების სუნთქვის დროს. ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს უჯრედული მეტაბოლიზმისას. ნიკოტინამიდი ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზაციას; მისი გამოყენება სასურველია ასევე ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევისას, რომლებიც  დაკავშირებულია ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.
პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.
ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

ჩვენებები:
ჰიპორვიტამინოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა, B ჯგუფის ვიტამინების გაძლიერებული მოთხოვნის მდგომარეობა:
მძიმე სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი პერიოდი;
“ქრონიკული დაღლილობის სინდრომი”;
ასტენური და ნევროტიკული მდგომარეობების, სტრესის პროფილაქტიკა;
სხვადასხვა ეთიოლოგიის პოლინევრიტები, ნევრალგიები;
სხვადასხვა ეთიოლოგიის დერმატიტები და დერმატოზები.

მიღების წესი და დოზირება:
იმ შემთხვევაში, თუ დოზირების სხვა სქემა არ არის დანიშნული, რეკომენდებულია:
მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის 12 წლის ასაკის ზევით – თითო ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.
დიაბეტური პოლინეიროპათიის პროფილაქტიკისათვის და მკურნალობისათვის, სხვადასხვა ეთიოლოგიის პოლინევრიტებისას, ნევრალგიებისას 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მინიმალური კურსი შეადგენს 2-3 თვეს.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
* B-კომპლექსის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური კომპლექსების მიღება.
* ჯგუფი- B ვიტამინების კომპლექსი ამცირებს ლევოდოპას ანტიპარკინსონურების ეფექტურობას.
* ალკოჰოლი მკვეთრად ამცირებს თიამინის შეწოვადობას.
* არ არის რეკომენდებული აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

გაფრთხილება