მუცედოკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)

მუცედოკელ D5 წვეთები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მუცედოკელ D5 წვეთები (ნატუროპათი) აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Mucor mucedo D5-ის 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– ნეიროვეგეტატიური სინდრომი, ლიმბიური სისტემის რეგულაციური დისფუნქცია
– შიში, დეპრესიები
– სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, სინუსიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი
– ოტიტი, ლიმფოსტაზი
– ფარისებური ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები

თვისებები
იზოპათიური პრეპარატის სახით მომზადებულმა ობის სოკომ Mucor mucedo-მ გამოავლინა თავის არეში მოქმედებისადმი ძლიერი მიდრეკილება. Mucedokehl-ი წარმოადგენს ობის სოკოს Mucor mucedo-ს სხვადასხვა სახის მიცელიუმისაგან დამზადებულ პრეპარატს. ფარმაკოლოგიაში მისი ანალოგებია მარჯვნივ მბრუნავი
და მარცხნივ მბრუნავი თვისებების მქონე ნივთიერებები, რომლებიც ფიზიოლოგიურად სხვადასხვა მოქმედებას ავლენს. Mucedokehl-ი აერთიანებს სხვადასხვა სახეობის შტამისაგან მიღებულ კომპონენტებს, რაც პრეპარატის შიგნით ცოცხალ ბიპოლარობას წარმოქმნის. აქედან გამომდინარე, მას მოქმედების გაფართოებული სპექტრი გააჩნია.

მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
8 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე 15-20 წუთით ადრე
კანში შესაზელად:
5-10 წვეთი კვირაში ორჯერ უნდა შეიზილოს იდაყვის ფოსოში.
4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ მოზრდილთა დოზის არაუმეტეს 2/3

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ობის სოკოების (Mucor mucedo) მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს გამოყენება არ შეიძლება

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება