მცენარეული ომეგა 3,6,9

მცენარეული ომეგა 3,6,9. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მცენარეული ომეგა 3,6,9 აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/omega 3, comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

რეკომენდებულია: ბავშვების, ქალებისა და მამაკაცებისთვის ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობის და კერძოდ, კარგი მხედველობის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის.

რას წარმოადგენს სელის ზეთი 1000მგ კაფსულა?
სელის ზეთი პოლიუჯერი და ესენციური ცხიმოვანი მჟავების, მათ შორის ომეგა 3-ის, ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს. სელის თესლებს ფართო სპექტრის სარგებლიანობა ახასიათებთ საჭმლის მომნელებელი სისტემისა და კანისთვის. ამ პროდუქტისგან როგორც პერორალური, ასევე გარეგანი გამოყენების პრეპარატები მზადდება.

რისთვის გამოიყენება სელის ზეთი 1000მგ კაფსულა?
– გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, სისხლის მიმოქცევის, რეპროდუქციული და ნერვული სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის
– სახსრების ტკივილის შესამცირებლად
– ორგანიზმში Omega-3 და ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავების ბალანსის შენარჩუნებისთვის
– ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დახმარებით შესაძლებელია სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება და გული ჯანმრთელობის დაცვა
– ჯანსაღი არტერიული წნევის ხელშეწყობისთვის
– ანთების შემცირებისთვის და ჭრილობის შეხორცების ხელშეწყობისთვის
– ქალებისთვის მენსტრუალური ციკლის დროს ზოგადი ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის

ვისთვის არის სასარგებლო სელის ზეთი 1000მგ კაფსულა?
სელის ზეთი 1000მგ კაფსულა შეიძლება სასარგებლო იყოს:
– მათთვის, ვისაც სახსრების ტკივილი ან სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა აწუხებს
– მათთვის, ვისაც ჯანსაღი გულის შენარჩუნება სურს
– მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის ნერვული სისტემის შენარჩუნება სურს
– კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევების მქონე პირებისთვის
– ქალებისთვის, ვისაც პრემენსტრუალური სინდრომი აღენიშნება

ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას

შემადგენლობა ორი კაფსულა შეიცავს (საშუალოდ): რდნ %
სელის თესლის ზეთი 2000მგ *
რომელიც უზრუნველყოფს:
ომეგა-3 700მგ *
ომეგა-6 220მგ *
ომეგა-9 220მგ *
რდნრეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისადდადგენილი არ არის

** შესაფერისია ვეგეტარიანელებისთვის

გამოყენების წესი: მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკიდან: ერთი ან ორი კაფსულა დღეში. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.

გაფრთხილება ალერგიის დროს: პროდუქტი შეიცავს სოიოს

გაფრთხილება:
– გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად
– სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების ჩანაცვლება საკვები დანამატებით არ არის რეკომენდებული
– ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.
– საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის
– არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
– არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს და არომატიზატორებს

შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას

მწარმოებელი: HEALTHAID, დიდი ბრიტანეთი

გამოშვების ფორმა: 1000მგ კაფსულა #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება