მწარე წვეთები – ველედა

მწარე წვეთები – ველედა. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მწარე წვეთები – ველედა აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
10 გ (= 10,4 მლ) შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: აბზინდას (Artemisia absinthium) ნედლი ბალახის სპირტიანი ექსტარქტი (1:2,3) 0,15 გ / ასისთავას (Centaurium erythraea) ნედლი ბალახის სპირტიანი ექსტარქტი (1:2,3) 0,075 გ / ვარდკაჭაჭას (Cichorium intybus) ნედლი მცენარის სპირტიანი ექსტარქტი (1:2,3) 0,6 გ / ნაღველას (Gentiana lutea) სპირტიანი ნახარში Ø 0,36 გ / ღვიის (Juniperus communis) სპირტიანი ნაყენი Ø (HAB, V. 20) 0,05 გ / ფარსმანდუკის (Millefolium) ბალახის სპირტიანი ნაყენი Ø (HAB, V. 20) 2,0 გ / ტყის კამის (Peucedanum ostruthium) ნედლი ფესურის სპირტიანი ნახარში (1:2,15) Ø 0,15 გ / სალბის (Salvia oficinalis) სპირტიანი ნაყენი Ø 1,0 გ / ბაბუაწვერას (Taraxacum) ნაყენი Ø 0,32 გ.
სხვა ინგრედიენტები: 96%-იანი ეთანოლი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები
საჭმლის მომნელებელი წვენების სინთეზისა და სეკრეციის ფუნქციური მოშლა;
კუჭისა და წვრილი ნაწლავის მოტორიკის დარღვევა და ამით გამოწვეული ჩივილები, მაგალითად, გულძმარვა, უმადობა, გულისრევა, ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება.

მიღების წესები და დოზები
უმადობისას მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად _ საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ.
ერთჯერადი დოზა: ბავშვები 1-დან 5 წლამდე: 3-5 წვეთი; ბავშვები 6-დან 11 წლამდე: 5-8 წვეთი; მოზარდები 12 წლის ასაკს ზევით: 10-15 წვეთი

მწარმოებელი: ველედა,  გერმანია

გამოშვების ფორმა: 50მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება