ნაზონექსი

ნაზონექსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ნაზონექსი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მომეტაზონი/mometasone

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში ადგილობრივად გამოსაყენებელი გლუკოკორტიკოიდული საშუალებები

ჩვენება
ნაზონექსის აეროზოლი განკუთვნილი სეზონური ან წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტების მკურნალობისათვის მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან;
იგი აგრეთვე გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით მოზრდილებში გამწვავებული სინუსიტების (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) ანტიბიოტიკებით მკურნალობისას (მათ შორის ხანდაზმულებშიც), ისევე როგორც მოზარდებში 12 წლის ასაკიდან.
ალერგიული რინიტის საშუალო ან მძიმე ფორმის მქონე ავადმყოფებში რეკომენდებულია ნაზონექსის აეროზოლის პროფილაქტიკური გამოყენება ყვავილობის სეზონის დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე.
ნაზონექსი გამოიყენება აგრეთვე ნაზალური პოლიპების და მათთან დაკავშირებული ცხვირის გაჭედვის და ყნოსვის დაკარგვის სიმპტომების სამკურნალოდ. ავადმყოფებში 18 წლის ასაკის ზევით

გამოშვების ფორმა: 50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური სპრეი პოლიეთილენის ფლაკონი №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Schering-Plough Labo N.V, ბელგია

გაფრთხილება