ნაზოფანი / NASOFAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფლუტიკაზონის პროპიონატი /fluticasone propionate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში ადგილობრივად გამოსაყენებელი
გლუკოკორტიკოიდული საშუალებები

შემადგენლობა
1 დოზა
ფლუტიკაზონის პროპიონატი….. 50 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ფენილეთილის სპირტი, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, პოლისორბატი 80, გასუფთავებული წყალი.
სუსპენზია: ფლაკონში 120 და 150 დოზა.
1 დოზა
ფლუტიკაზონის პროპიონატი….. 50 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ფენილეთილის სპირტი, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, პოლისორბატი 80, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუტიკაზონის პროპიონატს აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ვლინდება პრეპარატის ურთიერთქმედების შედეგად გლუკოკორტიკოიდების რეცეპტორებთან. ამცირებს ანთების მედიატორების პროდუქციას, პროსტაგლანდინებს, ციტოკინებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს ალერგიული რეაქციების ადრეულ და გვიან ფაზებში. აქვს სწრაფი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ცხვირის ლორწოვან გარსზე. ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ვლინდება პირველი მიღებიდან 2-4 საათში. ამცირებს ცემინებას, ქავილს, რინორეას, ცხვირის გაჭედვას, უსიამოვნო შეგრძნებას, ამცირებს რინიტთან დაკავშირებულ თვალის სიმპტომებს. სიმპტომების შემცირება გრძელდება 24 საათის განმავლობაში 200 მკგ დოზით მიღებისას.
რეკომენდებული დოზით მიღებისას არ აქვს სისტემური მოქმედება და არ თრგუნავს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ სისტემას და თირკმელზედა ჯირკვალს.

ფარმაცევტული თვისებები.
მთავარი ფიზიკურ-ქიმიური თვისება: გაუმჭვირვალე ტიკსოტროპული სუსპენზია, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.
აუტანლობა არ არის ცნობილი

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: ფლუტიკაზონი პროპიონატის ინტრანაზალურიი გამოყენების შემდგომ (200 მკგ/დღეში), მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დინამიური წონასწორობის დროს არ ექვემდებარება რაოდენობრივ განსაზღვრას პაციენტთა უმრავლესობაში (<0.01 ნგ/მლ). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი Cmax შეადგენდა 0.017 ნგ/მლ-ს. ცხვირის ქსოვილიდან პირდაპირი შეწოვა ძალიან მცირეა წყალში ხსნადობის დაბალი უნარის გამო, მაშინ როცა დოზის დიდი წილი პაციენტებს ეყლაპებათ. პერორალური მიღებისას სისტემური მოქმედების მაჩვენებელი შეადგენს <1% შეწოვის დაბალი დონის და სისტემამდელი მეტაბოლიტური გარდაქმნის გამო. სისტემური შეწოვის ჯამური მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება ცხვირის ქსოვილიდან შეწოვილი ნივთიერებისა და პაციენტების მიერ გადაყლაპული ნივთიერებებით არის ძალიან დაბალი
განაწილება: ფლუტიკაზონის პროპიონატი ხასიათდება მაღალი მოცულობის გადანაწილებით დინამიური წონასწორობის მდგომარეობაში (დაახლოებით 318 ლ) სისხლის პლაზმის ცილებთან დაკავშირება მაღალია (91%). მეტაბოლიზმი: ფლუტიკაზონის პროპიონატი სწრაფად გამოიყოფა სისტემური სისხლის მიმოქცევიდან, ძირითადად, ღვიძლში მეტაბოლიტური გარდაქმნის ხარჯზე ცოტოქრომ P450 სისტემის CYP3A4 ფერმენტის დახმარებით ნახშირმჟავის არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. გადაყლაპული ფლუტიკაზონის პროპიონატიც ექვემდებარება პირველი განვლადობის მნიშვნელოვან მეტაბოლიტურ გარდაქმნას. პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღოთ ძლიერმოქმედ CYP3A4 ფერმენტის პრეპარატ-ინჰიბიტორებთან კომბინაციაში, როგორიცაა კეტოკონაზოლი და რიტონავირი, ვინაიდან არსებობს ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური მოქმედების დონის გაზრდის რისკი.
გამოდევნა: ინტრავენულად შეყვანისას ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყოფის სიჩქარეს დოზის დიაპაზონში 250-დან 1000მკგ-მდე აქვს ხაზოვანი ხასიათი, ასევე ხასიათდება სისხლის პლაზმიდან კლირენსის მაღალი მაჩვენებლით (კლ= 1.1 ლ/წთ). სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 98%-ით მცირდება შეყვანიდან 3-4 საათის შემდეგ, ამგვარად, 7-8 საათის ხანგრძლიობის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდში კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ძალიან დაბალია. ფლუტიკაზონის პროპიონატის თირკმლებიდან გამოყოფა ძალიან დაბალია (<0.2%), 5% ნაკლები გამოიყოფა თირკმელებიდან ნახშირმჟავას მეტაბოლიტის სახით. ფლუტიკაზონის პროპიონატის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა ძირითადად ხდება ნაღველის საშუალებით.

ჩვენებები
წლის განმავლობაში არსებული და სეზონური ალერგიული რინიტის (თივის ციების ჩათვლით) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. ცხვირის წიაღებში ტკივილის სიმპტომის და წნევის შეგრძნების გამოვლენის დროს ალერგიული რინიტით დაავადებულებში.

მიღების წესები და დოზები
ნაზოფანს იყენებენ მხოლოდ ინტრანაზალურად. პირველი გამოყენების წინ აუცილებელია ნაზოფანის მომზადება საფრქვევზე თითის 6-ჯერ დაჭერით. თუ ნაზალური სპრეი არ გამოგიყენებიათ 7 დღის განმავლობაში მაშინ მისი მომზადება უნდა მოხდეს საფრქვევზე თითის რამოდენიმეჯერ დაჭერით და აშვებით, მანამ სანამ არ გაჩნდება ხშირი ნაფრქვევი.

მოზრდილები და ბავშვები 12 წელს ზემოთ: 2 შეფრქვევა თითო ნესტოში დღეში ერთხელ, სასურველია დილით. ცალკეულ შემთხვევებში 2 შეფრქვევა 2-ჯერ დღეში. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ, შესანარჩუნებელ დოზას წარმოადგენს 1 შეფრქვევა თითო ნესტოში დღეში ერთხელ. დაავადების სიმპტომების კვლავ გაჩენის შემთხვევაში, შესაბამისად უნდა გაიზარდოს დოზაც. დღის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 4 შეფრქვევას თითო ნესტოში. პრეპარატის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს მინიმალური დოზით, რომელიც საკმარისია თერაპიული ეფექტის მისაღწევად.

ბავშვები 4-დან 12 წლამდე: 1 შეფრქვევა თითო ნესტოში, დღეში ერთჯერ, სასურველია დილით. ცალკეულ შემთხვევებში დოზა შეიძლება შეადგენდეს 1 შეფრქვევას 2-ჯერ დღეში.
დღის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 2 შეფრქვევას თითო ნესტოში. პრეპარატის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს მინიმალური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების ეფექტური კონტროლისთვის.

ხანდაზმული პაციენტები: გამოიყენება, ჩვეულებრივ, მოზრდილების დოზა.
მაღალი თერაპიული ეფექტის მისაღწევად პრეპარატის გამოყენება აუცილებელია რეგულარულად. პრეპარატის გვიანი ეფექტი აიხსნება იმით, რომ მაქსიმალური თერაპიული ეფექტი დგება მკურნალობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3-4 დღის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი კლინიკური მდგომარეობის და მკურნალობის ეფექტის მიხედვით.

ნაზალური სპრეის მიღებამდე
მტვრისგან დამცავი თავსახური ხელს უშლის ფლაკონის ყელის დაბინძურებას. პრეპარატის გამოყენებამდე თავსახური უნდა მოიხსნას და გამოყენების შემდეგ დაეხუროს. თუ ფლაკონი პირველად იხსნება, მისი მომზადება უნდა მოხდეს შემდეგნაირად:
– ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ მსუბუქად და მოვხსნათ მტვრისგან დამცავი თავსახური;
– ფლაკონი დავიჭიროთ ვერტიკალურად. დიდი თითი ამოვდოთ ქვემოდან. საჩვენებელ და შუა თითებს შორის მოვაქციოთ ფლაკონის ყელი. დარწმუნდით, რომ ყელი არ არის თქვენკენ მომართული;
– საცდელი გაფრქვევისთვის დააჭირეთ თითები;
– გაიმეორეთMმე-2-ე და მე-3-ე მოქმედება კიდევ ხუთჯერ. Fფლაკონი მზადაა გამოსაყენებლად.
თუ ნაზოფანი არ გამოგიყენებიათ 7 დღის განმავლობაში, რამოდენიმეჯერ დააჭირეთ საფრქვევს ხშირ ნაფრქვევამდე.
თუ ფლაკონი კვლავ არ მუშაობს და ფიქრობთ, რომ გაიჭედა, გამოასუფთავეთ იგი ქვემოთ მოცემული პროცედურის მიხედვით. გაწმენდა
– მოხადეთ მტვრისგან დამცავი ხუფი;
– ზემოთ აწიეთ თეთრი ქურო, რომ მოხსნათ ყელი;
– ჩადეთ ყელი და მტვრისგან დამცავი ხუფი თბილ წყალში და ავლეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ გაავლეთ გამავალი წყლის ნაკადით;
– დაბერტყეთ ყელი და მტვრისგან დამცავი თავსახური წყლისგან და დადეთ თბილ (არა ცხელ) ადგილას გასაშრობად.
– გაუკეთეთ ყელი;
– მოამზადეთ ფლაკონი, აამუშავეთ საფრქვევი, მანამ სანამ არ წარმოიქმნება ხშირი ნაფრქვევი.
იმისათვის რომ ფლაკონს ქონდეს კარგი გამავლობა, უნდა გავწმინდოთ კვირაში ერთხელ მაინც. დამატებითი გაწმენდა აუილებელია მისი დაბინძურების მიხედვით.
არ შეიძლება სპრეის ნახვრეტის გაწმენდა და გაფართოება სარჭით ან სხვა წვეტიანი საგნით, ვინაიდან ის დააზიანებს საფრქვევ მექანიზმს.

სპრეის გამოყენება
– შევანჯღრიოთ ფლაკონი და მოვხსნათ მტვრისგან დამცავი თავსახური;
– გავაკეთოთ მსუბუქი ამოსუნთქვა;
– დავხუროთ ერთი ნესტო თითის მიჭერით, მეორეში კი მოვათავსოთ ფლაკონის ყელი. დავხაროთ თავი ოდნავ, ისე, რომ ფლაკონი იყოს ვერტიკალური მდგომარეობაში;
– ნელა შევისუნთქოთ ღია ნესტოთი და ამავდროულად თითებით დავაწვეთ ქუროს, რომ გააკეთოთ ხშირი შეფრქვევა;
– ამოვისუნთქოთ პირით. გავიმეოროთ მე-4-ე მოქმედება იმავე ნესტოში მეორეჯერ შესაფრქვევად;
– გამოვიღოთ ფლაკონის ყელი ნესტოდან და ამოვისუნთქოთ პირით;
– გავიმეოროთ 3-6 ეტაპი მეორე ნესტოსთვის.
სპრეის გამოყენების შემდეგ ფრთხილად გაწმინდეთ ყელი სუფთა ხელსახოცით და დაახურეთ მტვრისგან დამცავი თავსახური.

გვერდითი მოვლენები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები მათი წარმოშობის სიხშირის მიხედვით არის სისტემური ორგანოებისა და სისტემების მხრივ: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 – <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000 – <1/100), იშვიათი (≥1/10000 – <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/1000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.
იმუნური სისტემის დარღვევის მხრივ: იშვიათი – ანაფილაქტოიდური.
ანაფილაქსიური რეაქციები, ბრონქოსპაზმი: ძალიან იშვიათად – კანის რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება (განსაკუთრებულად სახის და ენის).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – თვის ტკივილი, უსიამოვნო გემო, უსიამოვნო სუნის შეგრძნება. დარღვევები მხედველობის მხრივ: ძალიან იშვიათი – კატარაქტა, გლაუკომა (შეინიშნებოდა ხარგრძლივი მკურნალობის დროს), თვალის შიგა წნევის მომატება.
დარღვევები კანის და კანქვეშა-ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათი – წყლულები კანზე.
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი – სისხლდენა ცხვირიდან; ხშირი – ცხვირისა და ყელის სიმშრალე და გაღიზიანება; ძალიან იშვიათი – ცხვირის ძგიდეს პერფორაცია, წყლულები ლორწოვან გარსზე (ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებსაც ცხვირის ღრუს მიდამოებში ჩატარებული აქვთ ქირურგიული ოპერაცია).
შესაძლოა ზოგიერთი ნაზალური კორტიკოსტეროიდის სისტემური მოქმედება, განსაკუთრებით დიდი დოზით მიღებისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ფლუტიკაზონის პროპიონატის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ფლუტიკაზონის პროპიონატის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისთვის/ბავშვისთვის.

განსაკუთრებული მითითებები
აუცილებლად უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა ადგილობრივ ინფექციებზე და სასუნთქი გზების ინფექციებზე, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ უკუჩვენებას ნაზოფანის გამოყენებისთვის.
ნაზოფანი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც ამ პრეპარატზე გადადიან სისტემური სტეროიდული თერაპიიდან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დარღვევის ეჭვის არსებობისას. უმეტეს შემთხვევაში ნაზოფანი ახდენს სეზონური ალერგიული რინიტის მკურნალობას. თუმცა ზაფხულის ალერგენების ძლიერი მოქმედების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი თერაპიის დანიშვნა თვალების სიმპტომების მოსახსნელად.
ნაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით და დიდი დოზებით, შესაძლოა გამოიწვიოს სისტემური ხასიათის ეფექტები. ამ ეფექტების ალბათობა ბევრად დაბალია, ვიდრე პეროპალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას და დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციასა და მიღებული პრეპარატის ტიპზე.
პრეპარატის ხანგრძლივი მიღება მოითხოვს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის რეგულარულ კონტროლს. პაციენტი კაუცილებლად უნდა იქნას გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ თუ პრეპარატის გამოყენებიდან 7 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ შეიმჩნევა, აუცილებლად მიმართოს ექიმს. 6 თვის განმავლობაშიPპრეპარატის მუდმივი მიღებისას აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კონტროლი ექიმის მიერ.
უმეტეს შემთხვევებში, სეზონური ალერგიული რინიტის დროს საკმარისია ნაზოფანის ერთი ნაზალური სპრეის დანიშვნა, მაგრამ დაავადების მძიმე ფორმის დროს (ზაფხულის პერიოდში ალერგენების მაღალი კონცენტრაციის დროს) შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი მკურნალობა.
არის მონაცემები მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებისა ფლუტიკაზონის პროპიონატსა და ციტოქრომ P4503A4 სისტემის ფერმენტების ძლიერმოქმედ ინჰიბიტორებს შორის (როგორიცაა კეტოკონაზოლი და პროტეაზას ინჰიბიტორი, მაგალითად რიტონავირი). ამის შედეგი შეიძლება იყოს ფლუტიკაზონის პროპიონატის სიტემური ზემოქმედების ინტენსივობის გაზრდა (მაგალითად კუშინგის სინდრომი და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დათრგუნვა). ამიტომ, თავიდან უნდა ავიცილოთ ფლუტიკაზონის პროპიონატის და რიტონავრის ერთად მიღება, თუ მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება სისტემური გვერდითი რეაქციების რისკს კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებზე.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დაავადებულნი არიან ტუბერკულოზით, ან რომელიმე განუკურნებელი ინფექციური დაავადებით, დაზიანებული აქვთ თვალი, ან ცოტა ხნის წინ ჩაუტარდათ ქირურგიული ოპერაცია ცხვირის ან პირს ღრუს მიდამოებში, ან აქვთ ტრავმა პირის ან ცხვირის ღრუში, ამ პრეპარატით თერაპიის სარგებელი აუცილებლად უნდა შეფასდეს შესაძლო რისკების გათვალისწინებით.
ნაზოფანი 50 მკგ ნაზალური სპრეი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ამ ნივთიერებას შეუძლია გამოიწვიოს კანის რეაქციები. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პრეპარატის გამოყენებისას ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტს შეუძლია გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. Aამგვარი რეაქციის დროს (მუდმივად შეგუბებული ცხვირი) შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს სხვა პრეპარატზე გადასვლა, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს. იმ შემთხვევაში, თუ არ არის პრეპარატი, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს უნდა მოხდეს სხვა ფორმებზე გადასვლა.
პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენება: არის მონაცემები იმის შესახებ, რომ კორტიკოსტეროიდული პრეპარატები აფერხებენ სიმაღლეში ზრდას, რეკომენდებული დოზების მიღების შემთხვევაშიც კი. რეკომენდებულია ბავშვის სიმაღლის რეგულარული შემოწმება, როცა ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყენებს ნაზალური გამოყენების კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს. სიმაღლის შეფერხების გამოვლენისას ნაზალური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების დოზები უნდა შემცირდეს იმ მინიმალურ დოზამდე, რომელიც მოახდენს სიმპტომების კონტროლს. Aამ დროს რეკომენდებულია პაციენტის პედიატრთან მიყვანა.
ბავშვები: პრეპარატი არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ვინაიდან ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არის საკმარისი.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს: ამ პრეპარატის მიერ რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს უმნიშვნელოა ან არ არსებობს.

ჭარბი დოზირება
არ ყოფილა ცნობები დიდი დოზით გამოყენების მწვავე და ქრონიკული შემთხვევებისა.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რეკომენდებულზე დიდი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დროებითი დათრგუნვა. ასეთმა პაციენტებმა ფლუტიკაზონის პროპიონატით მკურნალობა უნდა გააგრძელონ დოზებით, რაც საკმარისია სიმპტომების კონტროლისთვის.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის აღდგენა ხდება რამოდენიმე დღის განმავლობაში, რაც შეიძლება შემოწმდეს სისხლის პლაზმაში კორტიზოლის დონის განსაზღვრით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ექსპერიმენტულმა კვლევებმა არ აჩვენა ფლუტიკაზონის პროპიონატის მნიშვნელოვანი გავლენა ტერფენადინის და ერითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ფლუტიკაზონის პროპიონატს სიფრთხილით იყენებენ ციტოქრომ P4503A4 სისტემის ძლიერმოქმედ ინჰიბიტორებთან (მაგალითად პროტეაზას ინჰიბიტორებთან, როგორიცაა რიტონავირი). დრეში 2-ჯერ 100 მგ რიტონავირის მიღება (ციტოქრომ P4503A4 სისტემის ძლიერმოქმედი ინჰიბიტორი) ფლუტიკაზონის პროპიონატთან ერთად, მნიშვნელოვნად ზრდიდა ფლუტიკაზონის პროპიონატის კონცენტრაციას პლაზმაში, რაც იწვევდა კორტიზოლის კონცენტრაციის მნიშვნელოვან შემცირებას სისხლის შრატში. იყო მონაცემები კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დათრგუნვისა. ამგვარი კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ სისტემურ გლუკოკორტიკოიდულ გვერდით ეფექტებს. სხვა ციტოქრომ P4503A4 სისტემის ინჰიბიტორები იწვევენ ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური მოქმედების ძალიან უმნიშვნელო (ერითრომიცინი) და უმნიშვნელო (კეტოკონაზოლი) მომატებას სისხლის შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის უმნიშვნელო შემცირებით.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი, გახსნიდან – 3 თვე.

გამოშვების ფორმა: 50მკგ /დოზა 120 დოზა ნაზალური სპრეი ფლაკონში 50მკგ /დოზა 150 დოზა ნაზალური სპრეი ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი, ტევა, უკრაინა

გაფრთხილება