ნანო მელატონინი

ნანო მელატონინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ნანო მელატონინი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მელატონინი/melatonin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
1 ტაბ. შეიცავს 5 მგ მელატონინს – აქტიური ნივთიერება.
დამხმარე ნივთიერებები: დექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს.
• პრეპარატი არის საძილე საშუალება ადაპტოგენური მოქმედებით, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს
• აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს: დროის სარტყელის ცვლილების აღქმას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება

ჩვენება:
ნანო მელატონინი  მიიღება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში:
• უძილობა, ძილის რითმის დარღვევა
• ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა
• საათობრივი სარტყელის ცვლილებისას განვითარებული დისკომფორტი
• ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა

მიღების წესი და დოზირება:
ნანო მელატონინი  მიიღება მოზრდილებში
პროფილაქტიკისთვის: 1/3 – 1/2 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე
სამკურნალოდ: 1-2 ტაბლეტი დაძინებმდე 30-40 წუთით ადრე
ეფექტი მიიღწევა მგზავრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიღება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი
ჩივილები: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპრატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობია და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
მელატონინით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ასპირინთან (აცეტილსალიცილის მჟავა), ბეტა-ბლოკატორებთან პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში მელატონინის დონის შემცირება.
სედატიურ ანტიდეპრესანტებთან, ტრანკვილიზატორებთან და სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ქონდეს სასურველი ეფექტის დაქვეითებას.

ჭარბი დოზირება:
არ არის დაფიქსირებული.

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები:
პირებმა, რომელთაც აქვთ დეპრესია, ეპილეფსია, ლეიკემია, ჰორმონული დარღვევები და აუტოიმუნური პათოლოგიები, მელატონინის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ქალებმა უნდა შეწყვიტონ მელატონინის მიღება ორსულობის დაგეგმვამდე 1-2 თვით ადრე.

შენახვის პირობები:
გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25 ჩ- მდე ტემპერატურის პირობებში.

ვარგისანობის ვადა3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.

გამოშვების ფორმა: 5 მგ ტაბლეტი №90

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჰერბალ პრეპარატი, საქართველო

გაფრთხილება