ნარივენტი

ნარივენტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ნარივენტი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოსმოსურად მოქმედი სამედიცინო საშუალება, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ნაზალური სპრეი: ფლაკონში.

შემადგენლობა: მანიტოლი, გლიცერინი, გლიცირიზინატის კალიუმი, PEG/PPG-კოპოლიმერი, EDTA-დინატრიუმის მარილი, N-ჰიდროქსიმეტილგლიცინატის ნატრიუმი, პოლისორბატი 20, სორბატის კალიუმი, ნატრიუმის ჰიდრატი, გამოხდილი წყალი, ნატურალური არომატიზატორები.

ჩვენებები
– ნაჩვენებია პაციენტებში ცხვირის შეშუპების შესამცირებლად, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიის, სპეციფიკური (ალერგიული) რინიტის ან არასპეციფიკური (ვაზმოტორული) რინიტის სამკურნალოდ;
– ნაჩვენებია ანთებითი კომპონენტების თანმხლები ქრონიკული და მწვავე რინოსინუსიტითა და ადენოიდებით გამოწვეული შეშუპებების სამკურნალოდ;
– ნაჩვენებია ცხვირის პოლიპების პოსტოპერაციული რეციდივების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;
– ნაჩვენებია ცხვირისა და ცხვირის სინუსების პათოლოგიების პრე- და პოსტქირურგიული მკურნალობისთვის.

დოზირების რეჟიმი
მოხსენით დამცავი ხუფი. ცერა თითი ფლაკონის ქვედა ნაწილზე მოათავსეთ, ხოლო საჩვენებელი და შუა თითი გვერდებზე, დააჭირეთ ქვემოთ. შემდეგ მოუშვით.
გაიმეორეთ ეს მოძრაობა სანამ არ გამოუშვებთ პირველ ნაკადს. გადაწიეთ თავი წინ, ცხვირის ნესტოში მოათავსეთ ფლაკონის წვერი და შეისხურეთ, გამოყენებისას ნუ ისუნთქებთ.
პრეოპერაციული  გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ არის მომატებული მგრძნობელობა ან აუტანლობა პროდუქტის მიმართ.
მოზრდილები და ბავშვები: რეკომენდირებულია ორ-ორი შესხურება თითო ნესტოში, დღეში 2-ჯერ ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

განსაკუთრებული მითითებები
გაფრთხილება:
– თავდაპირველი გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს ქავილი და ცემინება;
– ნარივენტ სპრეის სპეციფიკური მოქმედების მექანიზმმა, გამოყენების შემდეგ შესაძლოა გამოიწვიოს დროებითი ოსმოსური რინორეა;
– ქირურგიული ჩარევის წინ გამოყენებისას, დარწმუნდით, რომ პროდუქტისადმი არ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა;
– ნუ გამოიყენებთ რომელიმე შემადგენელი კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში;
– გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს;
– აირიდეთ თვალებთან კონტაქტი.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: ნაზალური სპრეი: ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: DMG, იტალია

გაფრთხილება