ნატრიუმის თიოსულფატი-დარნიცა. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
♦ ნატრიუმის თიოსულფატი-დარნიცა აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>
საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნატრიუმის თიოსულფატი /NATRII THIOSULFAS
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდოტი; კომპლექსწარმომქნელი საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო
ხსნარი 30%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ 1 ამპ.
ნატრიუმის თიოსულფატი……… 0.3 გ 1.5 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ორგანიზმში შეყვანისას ახდენს ანტიტოქსიკურ, ანთებსაწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას, უვნებელჰყოფს ჰალოიდების (იოდი) პრეპარატებს. მჟავე გარემოში იშლება გოგირდისა და გოგირდის ანჰიდრიდის გამოყოფით, რომლებიც ახდენენ ანტიპარაზიტარულ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ინტრავენური გამოყენების შემდეგ ვრცელდება უჯრედგარე სითხეში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.65 საათს.
ჩვენებები:
მოწამვლა დარიშხანით, ვერცხლის წყლით, ტყვიით (წარმოიქმნება არატოქსიკური სულფიტები), ციანიდმჟავით და მისი მარილებით, იოდისა და ბრომის მარილებით.
ალერგიული დაავადებები, ართრიტი, დიაბეტური პოლინეიროპათია.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინტრავენურად შეიყვანება 5-10 მლ 30% ხსნარი; ციანიდის ნაერთებით მოწამვლისას ერთჯერადი დოზა იზრდება 30% ხსნარის 50 მლ-მდე.
გვერდითი მოქმედება:
აღწერილი არ არის.
უკუჩვენებები: დადგენილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კატეგორიულად არ დაიშვება ნეტრიუმის თიოსულფატის კონტაქტი ნიტრატებთან, კალიუმის პერმანგანატთან.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით.
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25°C.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
მწარმოებელი: DARNITSA